
„2021 წელს ქონების გადასახადის გადახდისგან თავისუფლდება ტურიზმის სექტორი. ასევე ეს სექტორი თავისუფლდება გადავადებული საშემოსავლო გადასახადისგან, რომელიც მიმდინარე წლის დასაწყისში ტურიზმის სექტორს გადაუდებელი საშეღავათო ღონისძიებების ფარგლებში შევთავაზეთ“, -- ამის შესახებ მედიასთან პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ბექა ლილუაშვილმა განაცხადა.
მისივე განმარტებით, ორივე ღონისძიებით ისარგებლებს 1 000-მდე კომპანია და 30 000-ზე მეტი დასაქმებული.
ლილუაშვილის განმარტებით, პანდემიის შედეგად ყველაზე მეტად ტურიზმის სექტორი დაზარალდა, ამიტომ მთავრობა ტურიზმის სექტორის მხარდაჭერას აგრძელებს.
ბელა გელაშვილი
ავტორი