თავში

ტურიზმის სექტორი პირველი თებერვლიდან გახსნას ითხოვს

ტურიზმის სექტორი პირველი თებერვლიდან გახსნას ითხოვს
ტურიზმის სექტორი პირველი თებერვლიდან გახსნას ითხოვს

„ინ ჯგუფის“ აღმასრულებელი დირექტორი, ერეკლე კოკაია ამბობს, რომ პირველი თებერვლიდან ტურიზმის სექტორი გახსნას ითხოვს. ამის შესახებ მან მთავრობის ადმინისტრაციაში ბიზნესასოციაციების, ეკონომიკის სამინისტროს წარმომადგენლებისა და ეპიდემიოლოგების შეხვედრის დაწყებამდე განაცხადა.

მისი განმარტებით, არსებული შეზღუდვები ბიზნესსექტორისთვის მიუღებელია და შეზღუდვების ეტაპობრივი მოხსნა, რომელიც პირველი თებერვლიდან დაანონსდა, ბიზნესისთვის „არანაირი შემსუბუქება არ ყოფილა“.

ტურიზმის წარმომადგენლებს წარმოდგენილი გვაქვს ჩვენი გეგმა და ყველა პრობლემასთან დაკავშირებით გვაქვს პასუხი, შეგვიძლია მაქსიმალურად დავეხმაროთ ხელისუფლებას, რომ მიიღოს სწორი გადაწყვეტილება და იმედია, ჩვენი თანამშრომლობა შედეგს გამოიღებს. ჩვენი შეთავაზებაა, გავხსნათ როგორც სახმელეთო, ასევე საჰაერო გზები ყველა იმ ადამიანისთვის, ვისაც გამომუშავებული აქვს იმუნიტეტი ვაქცინის სახით, ან გადატანილი აქვს კორონავირუსი. გაურკვეველია, რატომ არ მოხდა ასეთი გადაწყვეტილების მიღება თუნდაც რამდენიმე თვის წინ და იმედი მაქვს, რომ ამ შეხვედრის შემდეგ რაღაც გადაწყვეტილება შეიცვლება ამ მიმართულებით. ეპიდვითარების გაუარესება ჩვენს ინტერესებში არ შედის, ჩვენ გვინდა ქვეყანა წინ წავიდეს და ეკონომიკაც გაჯანსაღდეს“, - აღნიშნა ერეკლე კოკაიამ.

ტურიზმის დიდი როლი საქართველოს ეკონომიკაში დღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გახარიამაც აღიარა და დასძინა, რომ ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისთვის, რათა ზაფხულის ტურისტული სეზონი ამუშავდეს.

კერძო სექტორის წარმომადგენლები არ ეთანხმებიან 22.01.2021 -ში მიღებულ გადაწყვეტილებას წერტილოვანი შეზღუდვების შესახებ და ტურიზმის სექტორი საქართველოს მთავრობას ღია წერილითა და რეკომენდაციებით მიმართა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system