თავში

ტურიზმის სექტორს გადავადებული საშემოსავლო გადასახადი ჩამოეწერა

ტურიზმის სექტორს გადავადებული საშემოსავლო გადასახადი ჩამოეწერა
ტურიზმის სექტორს გადავადებული საშემოსავლო გადასახადი ჩამოეწერა

უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა განაცხადა, რომ მთავრობამ ტურიზმის სექტორს საშემოსავლო გადასახადი ჩამოაწერა

ივანე მაჭავარიანის განმარტებით, ეს არის საშემოსავლო გადასახადი, რომლის გადახდაც ტურიზმის სექტორს 2020 წლის თებერვალ–მაისში გადაუვადეს. შეღავათის საერთო მოცულობა 20 მილიონი ლარია და ამ პროგრამით თავის დროზე დაახლოებით 1000–მდე კომპანიამ ისარგებლა.

საკოორდინაციო საბჭომ ასევე მიიღო გადაწყვეტილება, რომ 2020 წლის ნოემბრისა და დეკემბრის საშემოსავლო გადასახადი გადაუვადონ სასტუმროებს, რომლებსაც ზამთრის სეზონზე ოპერირება სრულად აეკრძალათ, ესენია ის დაწესებულებები, რომლებიც სასრიალო კურორტებზე მდებარეობენ: მესტიაში, გუდაურში, ბაკურიანსა და გოდერძიზე.

„რატომ ეს ლოკაციები? იცით, რომ ამ საკურორტო ზონებში შევზღუდეთ მუშაობა, როცა დანარჩენ საქართველოში სასტუმროების მოქმედება არ არის შეზღუდული. დაახლოებით 100–ზე მეტი კომპანია იქნება ამ პროგრამის ბენეფიციარი”, - აღნიშნა მაჭავარიანმა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system