თავში

თურქეთი ბუნებრივი გაზის ფიუჩერსულ ბაზარს ქმნის

თურქეთი ბუნებრივი გაზის ფიუჩერსულ ბაზარს ქმნის
თურქეთი ბუნებრივი გაზის ფიუჩერსულ ბაზარს ქმნის

”ევროკავშირის ხელმძღვანელობამ უნდა იცოდეს, რომ სამხრეთ გაზის დერეფნის (SGC) დასრულება და ტრანს-ადრიატიკული მილსადენის ექსპლუატაციის დაწყებისთანავე, თურქეთის მნიშვნელობა ევროპის ენერგეტიკული უსაფრთხოებისათვის მასშტაბური და გარდაუვალი იქნება," - ამის შესახებ აზერბაიჯანული მედია სააგენტო "ანადოლუზე" დაყრდნობით წერს.

თურქეთი, რომელიც აერთიანებს ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურას, ასევე გახდება  გაზის ვაჭრობის ახალი საერთასორისო ბაზარი, რადგან წელს შეიქმნება და წელსვე გაეშვება ბუნებრივი გაზის ფიუჩერსების ბაზარი - Istanbul Benchmark.

თურქეთის გრძელვადიანი ენერგეტიკული სტრატეგია ემყარება ოთხ საყრდენს: ნავთობისა და ბუნებრივი გაზის იმპორტის მარშრუტისა და წყაროების დივერსიფიკაცია, განახლებადი და ადგილობრივი ენერგიის წყაროების თანაფარდობის გაზრდა, ენერგოეფექტურობის გაუმჯობესება და თურქეთის ენერგომომარაგების ბირთვული ენერგიის დამატება. 

თურქეთმა მოახერხა შეემცირებინა რუსული გაზის წილი გაზის მთლიან იმპორტში. თუ ადრე რუსული ბუნებრივი გაზის ექსპორტის 52% თურქეთზე მოდიაოდა, გასულ წელს ეს მაჩვენებელი 33% -მდე შემცირდა.

შეგახსნებთ, აზერბაიჯანის შაჰ დენიზის საბადოზე წარმოებული ბუნებრივი გაზის ტრანსპორტირება ხდება თურქეთში. ბუნებრივი გაზის მოცულობები თურქეთის ბაზარს მიეწოდება სამხრეთ კავკასიის მილსადენით (ბაქო-თბილისი-ერზრუმი) და TANAP- ით. პირველი გაზი ბაქო-თბილისი-ერზრუმის მილსადენით თურქეთის ბაზარზე 2007 წელს შემოვიდა. TANAP– ით კომერციული გაზის ტრანსპორტირება თურქეთში 2018 წლის 30 ივნისს დაიწყო.

TAP- ის აქციონერები არიან: SOCAR (20%), BP (20%), Snam (20%), Fluxys (19%), Enagás (16%) და Axpo (5%). TAP- ი აზერბაიჯანს ახალ შესაძლებლობებს უჩენს.

ცნობისთვის, 2021 წლიდან აზერბაიჯანის შაჰ-დენიზის საბადოდან ევროკავშირში სამხრეთის გაზის დერეფნის მილსადენის სისტემის მეშვეობით გაზის მიწოდება დაიწყო. სამხრეთი გაზის კორიდორი უზრუნველყოფს აზერბაიჯანული შაჰ დენიზის საბადოს ბუნებრივი გაზის თურქეთსა და ევროგაერთიანების ქვეყნებში მიწოდებას, საქართველოს, თურქეთის, საბერძნეთისა და ალბანეთის ტერიტორიების გავლით. იგი ევროკავშირის 7 ქვეყნისა და თურქეთის 10 მსხვილ შემსყიდველს მოემსახურება.

სამხრეთი გაზის კორიდორი სამი მილსადენის - „სამხრეთ კავკასიური მილსადენის გაფართოება“ (SCPX), „ტრანს-ანატოლიური“ (TANAP) და „ტრანს-ადტრიატიკული“ მილსადენების (TAP) პროექტისაგან შედგება.

სამხრეთის გაზის დერეფნის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი კომპონენტი -ტრანსანატოლიური მილსადენის პროექტი (TANAP) საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ, თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანთან და აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევთან ერთად, 2019 წელს გახსნა.

გაზის სამხრეთ ენერგოდერეფანში საქართველო მასპინძელი ქვეყანაა, რაც იმას ნიშნავს, რომ საქართველო, მოქმედი სამთავრობათაშორისო და მასპინძელი ქვეყნის შეთანხმებებით და შესაბამისი ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულებებით, შეღავათიან ფასებში - საბაზრო ფასთან შედარებით დაახლოებით 2-ჯერ და მეტად ნაკლები ფასით მიიღებს გაზს სამხრეთ კავკასიურ მილსადენის პროექტიდან. ოპციური გაზის კონტრაქტი საშუალებას იძლევა მიღებულ იქნეს გატარებული გაზის 5 %-მდე მოცულობის გაზი ყოველწლიურად. კონტრაქტი ძალაშია 2066 წლამდე. დამატებითი გაზის კონტაქტი ძალაშია 2026 წლამდე და საქართველო, ამ კონტრაქტით, ყოველწლიურად 500 მლნ მ3-მდე გაზს მიიღებს.

ყველაფერს tap-ზე, ასევე tanap-სა და სამხრეთ გაზის კორიდორზე, ასევე აზერბაიჯანულ გაზზე, გაეცანით report.ge-ს ანალიტიკაში. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system