თავში

თურქეთი და რუსეთი სავაჭრო ურთიერთობების გაღრმავებას გეგმავენ

თურქეთი და რუსეთი სავაჭრო ურთიერთობების გაღრმავებას გეგმავენ
თურქეთი და რუსეთი სავაჭრო ურთიერთობების გაღრმავებას გეგმავენ

თურქეთის ვაჭრობის მინისტრის განცხადებით, თურქეთი პირობას დებს, რომ კიდევ უფრო გააღრმავებს კომერციულ ურთიერთობებს რუსეთთან. 

გასულ კვირას მოსკოვში ვიზიტისას მინისტრმა აღნიშნა, რომ რუსეთთან ვაჭრობის განვითარებით ორივე მხარე მოგებას ნახავს. ქვეყნების ლიდერებმა პირობა დადეს, რომ კომერციული გაცვლის ჯამური ღირებულება 100 მილიარდ აშშ დოლარამდე გაიზრდება. 

თურქეთის ვაჭრობის მინისტრმა აღნიშნა, რომ რუსეთსა და თურქეთს განსაკუთრებით მჭიდრო თანამშრომლობა ენერგოსექტორში აქვთ. შესაბამისად, ორი სახელმწიფო სწორედ ამ ინდუსტრიაში იმედოვნებს სავაჭრო ურთიერთობების გაღრმავებას. მისი განმარტებით, ოფიციალური ანკარას სურვილია, რომ 100 მილიარდ დოლარიანი მიზანი ორივე მხარისათვის დაბალანსებული იყოს.

2020 წელს, პანდემიით გამოწვეული შეზღუდვების ფონზე, ორ სახელმწიფოს შორის ვაჭრობის მაჩვენებელი 17%-ით შემცირდა. თურქეთიდან რუსეთში ექსპორტირებული საქონლის ჯამურმა ღირებულებამ კი 4.4 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system