თავში

თურქეთი ექსპორტიორებს შემოსავლების 25%-ის ლირაში გადაცვლას მოსთხოვს

თურქეთი ექსპორტიორებს შემოსავლების 25%-ის ლირაში გადაცვლას მოსთხოვს
თურქეთი ექსპორტიორებს შემოსავლების 25%-ის ლირაში გადაცვლას მოსთხოვს

თურქეთი ექსპორტიორებს შემოსავლების მეოთხედის ქვეყნის ეროვნულ ვალუტაში გადაცვლას მოსთხოვს. Report.ge-ს ცნობით, ინფორმაციას თურქეთის ცენტრალური ბანკი ავრცელებს.

ცენტრალური ბანკი საქონლის ექსპორტიდან მიღებული შემოსავლის 25%-ს შეისყიდის, როდესაც ექსპორტიორები გადახდებს აშშ დოლარში, ევროში ან ფუნტში მიიღებენ.

ღონისძიება მიზნად ისახავს თურქეთის უცხოური ვალუტის რეზერვების გაზრდას, რასაც კომპანიების მხრიდან შემოსავლების ნაწილის ეროვნულ ვალუტაში შენახვა დაეხმარება.

როგორც თურქეთის ეროვნულ ბანკში განმარტავენ, ამის მიზეზი თურქული ლირის გაუფასურებაა.

გარდა ამისა, თურქეთის ცენტრალური ბანკი ეროვნული ვალუტის მცურავი გაცვლითი კურსის რეჟიმსა და საშუალოვადიან ინფლაციის მიზნობრივ 5%-იან მაჩვენებელს 2022 წლისთვისაც შეინარჩუნებს. 

2022 წლის 7 იანვრიდან თურქეთის ცენტრალური ბანკი უცხოურ ვალუტაში შენახულ დეპოზიტებზე საკომისიო გადასახადს აწესებს. თურქეთის კერძო ბანკებში უცხოურ ვალუტაში განთავსებულ თანხაზე 1,5-პროცენტიანი წლიური საკომისიო გადასახადი წესდება. საკომისიო კვარტლის ბოლოსათვის საშუალო ნაშთებიდან გამოითვლება და კვარტლის დასრულებიდან პირველ სამუშაო დღეს გამოიქვითება. 

თურქეთში ინფლაცია დეკემბერში, 19 წლიან მაქსიმუმამდე დაჩქარდა. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system