თავში

თურქეთი ევროკავშირს უსაფრთხო ქვეყნების სიაში დაამატებას სთხოვს

თურქეთი ევროკავშირს უსაფრთხო ქვეყნების სიაში დაამატებას სთხოვს
თურქეთი ევროკავშირს უსაფრთხო ქვეყნების სიაში დაამატებას სთხოვს

თურქეთი ელოდება, რომ ევროკავშირი სამოგზაურო შეზღუდვების მოხსნასთან დაკავშირებულ „შეცდომას შეასწორებს“ და თურქეთის მოქალაქეებს საზღვრებს რაც შეიძლება მალე გაუხსნის.

„იმედგაცრუებულები ვართ, რომ თურქეთი არ მოხვდა მესამე ქვეყნების სიაში, რომლებისთვისაც რეკომენდებულია 2020 წლის პირველი ივლისიდან არა არსებითი სამოგზაურო შეზღუდვების მოხსნა. თურქეთის მიერ კორონავირუსის პანდემიის წინააღმდეგ საბრძოლველად მიღებული ზომები, ასევე ამ კუთხით მისი ძალისხმევა და წარმატება აშკარაა. გადაწყვეტილება უნდა ყოფილიყო მიღებული ობიექტური კრიტერიუმის საფუძველზე და უნდა ყოფილიყო გათვალისწინებული თურქეთის მიღწევები, რომლებიც სამაგალითოდაა აღიარებული მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციისა და საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან“, – აღნიშნულია თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.

ევროკავშირის საბჭომ 30 ივნისს დაამტკიცა იმ ქვეყნების სია, რომლებთანაც საზღვრის გახსნაზე წევრ სახელმწიფოებს რეკომენდაციას აძლევს. მათ შორის არის საქართველოც.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system