თავში

თურქეთი კრიპტოვალუტებთან ომში იმყოფება - ერდოღანი

თურქეთი კრიპტოვალუტებთან ომში იმყოფება - ერდოღანი
თურქეთი კრიპტოვალუტებთან ომში იმყოფება - ერდოღანი

თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა, რომ ქვეყანა კრიპტოვალუტებთან ომში იმყოფება. პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ თურქეთი საკუთარი ვალუტით სარგებლობას გააგრძელებს.

ერდოღანმა თურქეთის 81 პროვინციის უნივერსიტეტებიდან მოწვეული სტუდენტების კითხვებს „ახალგაზრდებთან შეხვედრის“ პროგრამის ფარგლებში უპასუხა.  ღონისძიების მსვლელობისას ერთ-ერთმა სტუდენტმა პრეზიდენტს კითხვა სწორედ კრიპტოვალუტების შესახებ დაუსვა. 

 ერდოღანმა განმარტა, რომ კრიპტოვალუტები პრივილეგიებს ვერ მიიღებენ და სახელმწიფო საკუთარი ვალუტით სარგებლობას განაგრძობს.

აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით საკუთარი მოსაზრება სამართლიანობისა და განვითარების პარტიის ვიცე-თავმჯდომარემ, ბინალი ილდირიმმა, გამოხატა და აღნიშნა, რომ კრიპტოვალუტებს დიდი უკმაყოფილება მოჰყვება, ამიტომაც მისი მკაცრი კონტროლია საჭირო.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system