თავში

თურქეთი, რუსეთი, ჩინეთი, აზერბაიჯანი და აშშ - უმსხვილესი იმპორტიორი ქვეყნები

თურქეთი, რუსეთი, ჩინეთი, აზერბაიჯანი და აშშ - უმ
თურქეთი, რუსეთი, ჩინეთი, აზერბაიჯანი და აშშ - უმსხვილესი იმპორტიორი ქვეყნები

2021 წლის იანვარ-აპრილში საქართველოს უმსხვილესი იმპორტიორი ქვეყნების ხუთეული ასე დაკომპლექტდა: თურქეთი რუსეთი ჩინეთი აზერბაიჯანი და აშშ. საქსტატის დღეს განახლებული მონაცემებით, 2021 წლის იანვარ-აპრილში ათი უმსხვილესი საიმპორტო პარტნიორი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან იმპორტში 70.6 პროცენტი შეადგინა. პირველ სამეულში შედის: თურქეთი (490.5 მლნ. აშშ დოლარი), რუსეთი (316.6 მლნ. აშშ დოლარი) და ჩინეთი (227.0 მლნ. აშშ დოლარი).

აზერბაიჯანიდან საქართველოში 2021 წლის იანვარ-აპრილში შემოსულია 183.4 მლნ. დოლარის ღირებულების იმპორტი, რაც მთლიანი ოთხთვიანი იმპორტის ჯამის 6.7%-ია. 2020 წლის იანვარ-აპრილში საქართველო აზერბაიჯანისგან შემოიტანა 201.8 მლნ. დოლარის იმპორტი. წელს პირველ ოთხ თვეში მეზობელი ქვეყნიდან იმპორტი წლიურ ჭრილში შემცირებულია 9.1%-ით, თუმცა ეს ქვეყანა იმპორტის სიდიდით მაინც უმსხვილეს საიმპორტო ქვეყნების ხუთეულში რჩება. 

წელს პირველ ოთხ თვეში საქართველომ აშშ-ისგან შეიძინა 181. 1 მლნ. დოლარის პროდუქცია. წლიურ წრილში ამერიკული იმპორტი წლიურ ჭრილში 4%-ითაა გაზრდილი. 2020 წელს პირველ ოთხთ თვეში საქარტველომ აშშ-ისგან იყიდა 145. 7 მლნ. დოლარის პროდუქცია. წელს აშშ-ი საქართველოს უმსხვილეს საიმპორტო ქვეყნების ათეულში მეხუთე ადგილზეა მთლიან იმპორტში 6.6%-იანი წილით.

2021 წლის იანვარ-აპრილში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 3 928.7 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 12.8 პროცენტით მეტია. აქედან ექსპორტი 1 198.7 მლნ. აშშ დოლარს შეადგენს (19.6 პროცენტით გაიზარდა), ხოლო იმპორტი 2 730.0 მლნ. აშშ დოლარს (10.1 პროცენტით მეტია). 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system