თავში

თურქეთი რუსეთისგან Су-35 ტიპის გამანადგურებლებს არ შეიძენს

თურქეთი რუსეთისგან Су-35 ტიპის გამანადგურებლებს არ შეიძენს
თურქეთი რუსეთისგან Су-35 ტიპის გამანადგურებლებს არ შეიძენს

თურქეთის რესპუბლიკის თავდაცვის მინისტრმა ჰულუსი აქარმა უარყო მედიაში გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ თურქეთი რუსეთისგან Су-35 ტიპის გამანადგურებლების შეძენას გეგმავს. იტყობინება თურქული მედი.

მანამდე, თურქული გამოცემა Daily Sabah-ი, თურქ სამხედროებზე დაყრდნობით, იტყობინებოდა, რომ მოსკოვი და ანკარა უახლოეს ხანებში ხელს მოაწერდნენ ხელშეკრულებას Су-35 ტიპის გამანადგურებლების შეძენის შესახებ.

თავდაცვის მინისტრ აქარის თქმით, თურქეთი კვლავინდებურად დაინტერესებულია ამერიკული F-35-ის ტიპის მეხუთე თაობის მოიერიშე-გამანადგურებლების შესყიდვით.

ცნობისთვის, შეერთებულმა შტატებმა თურქეთი F-35-ის პროგრამიდან გარიცხა, ანკარის მიერ რუსული С-400 ტიპის საზენიტო-სარაკეტო სისტემების შეძენისთვის.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system