თავში

თურქეთი საქართველოს ნომერ პირველი სავაჭრო პარტნიორია

თურქეთი საქართველოს ნომერ პირველი სავაჭრო პარტნიორია

თურქეთი საქართველოს ნომერ პირველი სავაჭრო პარტნიორია. 2020 წელს ამ ქვეყანასთან საქართველომ ყველაზე მეტი ივაჭრა. ორ ქვეყანას შორის სავაჭრო ბრუნვა 2020 წლის განმავლობაში 1 597.5 მლნ. აშშ დოლარს გაუტოლდა. საქართველომ თურქეთიდან უფრო მეტი პროდუქცია შემოიტანა იმპორტზე, ვიდრე თავად გაყიდა თურქეთში ექსპორტზე. ანუ თურქეთთან ვაჭრობაში საქართველოს უარყოფითი სავაჭრო სალდო უფიქსირდება. თურქეთში ექსპორტი 190 569.6 ათას დოლარს შეადგენს, ხოლო თურქეთიდან იმპორტი 1 406 975.4 ათას დოლარს უტოლდება.

თურქეთში შარშან ყველაზე მეტი საქართველომ გაყიდა ტრიკოტაჟის ნაწარმი და ფეროშენადნობები. ტტიკოტაჟის ნაწარმის თურქეთში ექსპორტით ქვეყანამ შარშან 39 685.3 ათასი დოლარის შემოსავალი მიიღო. ამავე ქვეყანაში დროს იმავე მონაკვეთში საქართველომ დააექსპორტა 32 758.2 ათასი დოლარის ფეროშენადნობები.

17 332.9 ათასი დოლარის მამაკაცისა და ბიჭის კოსტიუმების თურქეთში ექსპორტით ქვეყანამ შარშან 17 332.9 ათასი დოლარი აიღო.

2020 წელს ჯამში საქართველომ თურქეთში 11 105.7 დოლარის  ნახშირბადიანი ფოლადისაგან დამზადებული ნახევარფაბრიკატები გაიტანა.

9 354.3 ათასი დოლარის თევზის ან ზღვის ძუძუმწოვრების ცხიმები, ქონები და მათი ფრაქციები აქვს გაყიდული ექსპორტზე საქართველოს თურქეთში მთელი 2020 წლის განმავლობაში.

რაც შეეხება, თურქულ იმპორტს, 2020 წელს საქართველომ თურქეთისგან ყველაზე მეტი (ფულად გამოსახულებაში) მიკროავტობუსი შეიძინა. შარშან საქართველოში იმპორტირდა 658 ერთეული 10 კაცის ან მეტის გადასაყვანად განკუთვნილი ავტომობილი, რომლის ღირებულება 49 463.2 ათასი დოლარია.

შარშანვე თურქეთიდან საქართველოში შემოვიდა 45 951 ათასი დოლარის ღირებულების 528.4 ტონა დაფასოებული სამკურნალო საშუალებები.

შავი ლითონების მილების შარშანდელი თურქული იმპორტი საქართველოს 42 351.9 ათასი აშშ დოლარი დაუჯდა, ხოლო შავი ლითონების მეტალოკონსტრუქციებსა და მათ ნაწილებში ჯამში 35 039.9 ათასი დოლარია გადახდილი.

თურქეთიდან შარშან საქართველომ შეიძინა 29 366.9 თასი დოლარის მზა ტანსაცმელი და ტანსაცმლის თარგები. 

პანდემიამ საქართველოს საგარეო ვაჭრობის ბრუნვა შეუმცირა. შემცირებულია ექსპორტიც და იმპორტიც, თუმცა უარყოფითი სავაჭრო სალდო ქვეყანაში მაინც მაღალია. აღსანიშნავია, რომ ადგილობრივი ექპორტის წილი მთლიან ექსპორტში გაიზარდა.

2020 წელს ათი უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან საგარეო სავაჭრო ბრუნვაში 70.4 პროცენტი შეადგინა. ქვეყნის უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორები არიან: თურქეთი (1 597.5 მლნ. აშშ დოლარი), რუსეთი (1 328.2 მლნ. აშშ დოლარი) და ჩინეთი (1 185.0 მლნ. აშშ დოლარი).

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system