თავში

თურქეთი შავ ზღვაში გაზის მოპოვებისთვის ემზადება

თურქეთი შავ ზღვაში გაზის მოპოვებისთვის ემზადება
თურქეთი შავ ზღვაში გაზის მოპოვებისთვის ემზადება

თურქეთის ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრმა, ფატიჰ დენმეზმა ჩრდილოეთ თურქეთში, ზონგულდაკის პროვინციაში, ჩაიჯუმას რაიონში, ბუნებრივი აირის გადამამუშავებელი ქარხანა ფილიოსის მშენებლობა დაათვალიერა. Report.ge-ს ცნობით, ინფორმაციას თურქული მედია Anadolu ავრცელებს.

გამოცემის ინფორმაციით, ქარხნის საწყისი სიმძლავრე დღეში 10 მილიონი კუბური მეტრი იქნება, თუმცა მოგვიანებით  ამ მაჩვენებლის 40 მილიონ კუბურ მეტრამდე გაზრდაა დაგეგმილი.  მინისტრმა დასძინა, რომ ეს პროექტი ეკოლოგიურად სუფთა ინიციატივაა.

მისი თქმით, ობიექტი 320 ჰექტარ ფართობზე შენდება.

„მჯერა, რომ ამ მასშტაბის და სიმძლავრის საწარმო ევროპაში პირველ ადგილს დაიკავებს. აქ გამოყენებული იქნება უახლესი ტექნოლოგიები. სავარაუდოდ, სამრეწველო კომპლექსი ექსპლუატაციაში  მომავალი წლის პირველ კვარტალში შევა“, - განაცხადა ენერგეტიკის სამინისტროს ხელმძღვანელმა.

მანამდე, თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა, რომ 2023 წლისთვის ქვეყანა შავ ზღვაში ბუნებრივი აირის სრულმასშტაბიან მოპოვებას დაიწყებს. 

მისი თქმით, აღნიშნული შელფიდან ბუნებრივი აირის სატესტო რეჟიმში ამოსაქაჩად ტექნიკურად ყველაფერი მზადაა. პრეზიდენტი აცხადებს, რომ ბოლო 1 წელიწადში თურქეთმა შავ ზღვაში ხუთზე მეტი საბადო გაბურღა. ამის პარალელურად, ხელისუფლება ასევე აშენებს მიწისქვეშა ინფრასტრუქტურას გაზის ტრანსპორტირებისა და შენახვისთვის.

2020 წლის 21 აგვისტოს ერდოღანმა გამოაცხადა, რომ თურქეთმა შავ ზღვაში ბუნებრივი გაზის დიდი მარაგები აღმოაჩინა. 2023 წლისთვის, ხელისუფლება ელოდება მის შიდა ბაზარზე მიწოდებას. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system