თავში

თურქეთიდან ჩინეთში მეორე საექსპორტო მატერებელი მოემართება

თურქეთიდან ჩინეთში მეორე საექსპორტო მატერებელი მოემართება
თურქეთიდან ჩინეთში მეორე საექსპორტო მატერებელი მოემართება

თურქეთიდან ჩინეთში მეორე საექსპორტო მატერებელი მოემართება. მატარებელი ზუსტად იგივე ტვირთით,  BSH-მაცივრებითაა დატვირთული, რითაც პირველი საექპორტო შემადგენლობა. 

მეორე თურქული საექსპორტო მატარებელმა სტამბოლი 21 დეკემბერს დატოვა და ჩინეთის სიანის პროვინციისკენ აიღო გეზი. მატარებელს ზუსტად იგივე მარშრუტის გავლა მოუწევს, რაც პირველს, ანუ ჯამში მასაც  8 ათას 693 კილომეტრის გავლა მოუწევს. 

მეორე სატრვირთო მატარებელი სტამბოლიდან ჩინეთში ამჯერადაც ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზით მივა. 

ახალი მატარებელი  BSH Cerkezkoy-ის ქარხანაში ჩატვირთეს.

პირველი საექსპორტო მატარებელი სტამბოლიდან 4 დეკემბერს დაიძრა. და სიანის პროვინციაში 19 დეკემბერს ჩავიდა.  მატარებელმა გადალახა 2 კონტინენტი, 2 ზღვა, გაიარა 5 ქვეყანა. საქართველო ამ მატარებელმა  9 დეკემბერს დაახლოებით 20:00 სთ-ზე დატოვა და გადავიდა აზერბაიჯანის სარკინიგზო სისტემაში. თურქულ-ჩინურმა საექსპორტო მატარებელმა საქართველოში 21 საათი დაჰყო. მატარებელი დანიშნულების ადგილზე 12 დღეში უნდა ჩასულიყო და 12-ნახევარ დღეში ჩავიდა. 

ეს იყო პირველი შემთხვევა, როცა ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზაზე ჩინეთისკენ საექსპორტო მატარებელმა გაიარა. საქართველოში ამტკიცებენ, რომ ამ მაგისტრალზე ჩინური იმპორტის გადაზიდვა ხელს შეუწყობს ტვირთბრუნვის და ეკონომიკური ეფექტის ზრდას. ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზაზე ჩინეთიდან/კენ გადაზიდვები 371.9%-ით გაიზარდა.

ეკონომიკის სამინისტროს მონაცემებით, 2020 წლის იანვარ-ოქტომბრის პერიოდში შუა დერეფანზე ჩინეთიდან/კენ საქართველოს გავლით გადაზიდულმა კონტეინერების რაოდენობამ შეადგინა 2343 TEU, რაც 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 35.1%-ით მეტია (1734 TEU).

უწყების ინფორმაციით, 2020 წლის იანვარ-ოქტომბრის პერიოდში ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო მაგისტრალით, BTK-თი, გადაიზიდა 1260 TEU, რაც 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 371.9%-ით მეტია (267 TEU).

ეკონომიკის მინისტრის შეფასებით, ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო მაგისტრალი ჩინეთ-ევროპას შორის უმოკლესი გზაა, რაც აიაფებს ტვირთს და საქართველოს კონკურენტუნარიანობას ზრდის ამ დერეფანში. ნათია თურნავას თქმით, ბაქო-თბილისი-ყარსი, ახალი ამ მაგისტრალზე დღემდე დაახლოებით 400 000 ტონა ტვირთი გადაიზიდა.

ცნობისთვის, ბაქო-თბილისი-ყარსი (BTK) ახალი სარკინიგზო მარშრუტია, რომელიც საქართველოზე გავლით, ევროპასა და აზიას ერთმანეთთან აკავშირებს. მისი მშენებლობა 2008 წელს დაიწყო და 2017 წელს დასრულდა. სარკინიგზო მაგისტრალი სატესტო რეჟიმში 2017 წლიდან მოქმედებს. სატვირთო ტრანზიტისთვის სარკინიგზო მარშრუტი აქტიურია 2018 წლიდან.

იმისთვის, რომ გაიგოთ ყველა დეტალი, თუ როგორ მუშაობს, რა ეკონომიკური ეფექტი აქვს საქართველოსთვის, პარტნიორი ქვეყნებისთვის და რეგიონისთვის ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო მაგისტრალს, იკითხეთ, report.ge-ს ეკონომიკური ანალიტიკა. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system