თავში

თურქეთიდან შემოტანილ 25 ტონა კარტოფილში კარტოფილის კიბო აღმოაჩინეს

თურქეთიდან შემოტანილ 25 ტონა კარტოფილში კარტოფილის კიბო აღმოაჩინეს
თურქეთიდან შემოტანილ 25 ტონა კარტოფილში კარტოფილის კიბო აღმოაჩინეს

საქართველოში თურქეთიდან 25 ტონა კარტოფილი შემოვიდა, რომელშიც კარტოფილის კიბო დადასტურდა. ამის შესახებ ინფორმაციას შემოსავლების სამსახური ავრცელებს. 

"საბაჟო დეპარტამენტის სანიტარიული, ფიტოსანიტარიული და ვეტერინარული კონტროლის სამმართველოს თანამშრომლების მიერ, ფიტოსანიტარიული პროცედურების განხორციელებისას, კვლევისთვის აღებულ ნიმუშში, კარტოფილის საკარანტინო მავნე ორგანიზმის, კერძოდ — კარტოფილის კიბოს (Synchytrium endobioticum) არსებობა დადასტურდა", — აცხადებენ უწყებაში.

მთავრობის N463 დადგენილების თანახმად, დაავადებული საქონელი უკან, ექსპორტიორ ქვეყანაში გაბრუნებას დაექვემდებარა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system