თავში

თურქეთის ეკონომიკა 6.7%-ით გაიზარდა

თურქეთის ეკონომიკა 6.7%-ით გაიზარდა
თურქეთის ეკონომიკა 6.7%-ით გაიზარდა

თურქული ბაზრის მიმართ ინვესტორების ინტერესი გაიზარდა. ამის შესახებ აღნიშნულია galt&taggart-ის რეგიონის ობლიგაციების ბაზრის ნოემბრის თვის შემაჯამებელ მიმოხილვაში.  

ანალიტიკოსების შეფასებით, ნოემბრის დასაწყისში თურქეთის მთავრობის ეკონომიკურ ბლოკში მნიშვნელოვანი ცვლილებები განხორციელდა. ჯერ პრეზიდენტმა ერდოღანმა თანამდებობიდან გაათავისუფლა ქვეყნის ცენტრალური ბანკის მმართველი, ხოლო მოგვიანებით თანამდებობიდან გადადგა ქვეყნის ფინანსთა მინისტრი (რომელიც ერდოღანის სიძე იყო). ინვესტორებმა ეს სიახლე დადებითად მიიღეს, რის შედეგადაც ლირამ გამყარება დაიწყო.

შეგახსენებთ, თურქეთში ახალმა მთავარმა ბანკირმა საპროცენტო განაკვეთი 4.75 პუნქტით 15%–მდე გაზარდა.

პესიმისტური მოლოდინების მიუხედავად, თურქეთის ეკონომიკა 2020 წლის მე-3 კვარტალში 6.7%-ით გაიზარდა და G20-ის ყველა ქვეყანას აჯობა. 

"კრიზისთან გამკლავება ძირითადად ფისკალური სტიმულის (მშპ-ს 12.8%) და საბანკო კრედიტის მკვეთრმა ზრდამ (41.5% წ/წ) გამოიწვია, რასაც ხელი არატრადიციულმა მონეტარულმა პოლიტიკამ შეუწყო," - განმარტებულია მიმოხილვაში. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system