თავში

თურქეთის რკინიგზაში მგზავრთა გადაყვანის ლიბერალიზაცია 2021 წელს დაიწყება

თურქეთის რკინიგზაში მგზავრთა გადაყვანის ლიბერალიზაცია
თურქეთის რკინიგზაში მგზავრთა გადაყვანის ლიბერალიზაცია 2021 წელს დაიწყება

თურქეთის სარკინიგზო სისტემაში მგზავრთა გადაყვანის ლიბერალიზაციის პროცესი 2021 წელს დაიწყება. ამის შესახებ თურქეთის ტრანსპორტის მინისტრმა განაცხადა

თურქეთის სარკინიგზო ინფრასტრუქტურაში თავისუფალი დაშვება (free access) ჯერ კიდევ ოთხი წლის წინ მოხდა, ხოლო სამი წლის წინ ექსპლუატაციაში გავიდა პირველი კერძო მატარებელი. ორმა ოპერატორმა დაიწყო სატვრთო გადაზიდვები, მაგრამ მგზავრთა გადაყვანის სექტორში არაფერი შეცვლილა.

პროფესიონალ რკინიგზელთა პრეზიდენტი, ექსპერტი სარკინიგზო საკითხებში დავით გოჩავა განმარტავს იმ პრობლემებს, რომელიც შეიძლება გაჩნდეს ამ სფეროში მომავალ წელს. მისი თქმით, ბილეთების გაყიდვიდან შემოსული თანხა ვერ ფარავს ხარჯებს, ამიტომ ყველა სამგზავრო რეისი სუბსიდირებას ექვემდებარება. მისივე განმარტებით, სუბსიდირება შეეხო მხოლოდ თურქეთის სახელმწიფო სარკინიგზო კომპანიას TCDD Tasimacilik, მაგრამ ის ხელმისაწვდომი გახდება ნებისმიერი ოპერატორისათვის მომავალი წლიდან. გოჩავა დარწმუნებულია, რომ თურქეთის სახელმწიფო გამოაცხადებს ტენდერს ყველა სამგზავრო რეისზე, და ოპერატორი, რომელიც მინიმალურ სუბსიდიას მოითხოვს, გამარჯვებულად გამოცხადდება. მისივე პროგნოზით, ყველა დიდჩქარული სამგზავრო რეისი სუბსიდირდება. არანაირი ცვლილება მათთვის არაა მოსალოდნელი, თუმცა შეიძლება გამოცხადეს ტენდერი ზოგიერთ ან ყველა მაგისტრალურ ან რეგიონალურ რეისზე.რაც შეეხება რენტაბელობას, გოჩავა ამბობს, რომ ეს მარტივი ამოცანა არ არის კერძო ოპერატორებისთვის, რომლებმაც სატვირთო გადაზიდვების განხორციელება სამი წლის წინ დაიწყეს. "ისინი კონკურენციაში არიან როგორც სახელმწიფო გადამზიდავებთან, ისე სატვირთო მანქანებთან. მაგრამ სამგზავრო მატარებლების შემთხვევაში საქმე სხვანაირად იქნება. სახელმწიფო მოახდენს ყველა რეისის სუბსიდირებას, ამიტომ განსაზღვრული მოცულობის მოგება გარანტირებული იქნება. თუ კომპანია სწორად დაგეგმავს მგზავრთა მომსახურებას, წაგებას ადგილი არ ექნება. კერძო სამგზავრო მატარებლების გაშვების შემდეგ მოძრაობის უსაფრთხოების უზრუნველყოფა უმნიშვნელოვანესი გამოწვევა იქნება. პირველმა ორმა კერძო ოპერატორმა ყველა მემანქანე დაასაქმა, რომელიც კი უმუშევარი იყო. ახალ ოპერატორებს გაუჭირდებათ სარკინიგზო კომპანიიდან TCDD Tasimacilik მემანქანეების მოზიდვა, ამიტომ მათ ახალი მემანქანეების მომზადება მოუწევთ. მათ გვერდით ეყოლებათ გამოცდილი მემანქანეები TCDD Tasimacilik-დან. უმცირესი სარკინიგზო შემთხვევაც კი ეჭვს გააჩენს ახალი ოპერატორის საიმედობის მიმართ," - გვიხსნის გოჩავა და დასძენს, რომ თურქეთის სარკინიგზო სისტემაში მიმდინარე პროცესები საქართველოსთვის საინტერესოა, რადგან ორი ქვეყანა აზერბაიჯანთან ერთად ჩართულია საერთო სარკინიგზო მაგისტრალურ პროექტში "ბაქო-თბილისი-ყარსი". 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system