თავში

თურქეთის ცენტრალური ბანკის რეზერვები გაიზარდა

თურქეთის ცენტრალური ბანკის რეზერვები გაიზარდა
თურქეთის ცენტრალური ბანკის რეზერვები გაიზარდა

თურქეთის ცენტრალური ბანკის ოფიციალური სარეზერვო აქტივები ოქტომბერში წინა თვესთან შედარებით 2,2%-ით გაიზარდა და 123,9 მილიარდ დოლარს მიაღწია. ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო Anadolu  იუწყება.

აქტივები უცხოურ ვალუტაში 2%-ით გაიზარდა და  76,4 მილიარდ დოლარს მიაღწია, ხოლო ოქროს რეზერვები - 3%-ით, 39,7 მილიარდ დოლარამდე.

ცენტრალური მთავრობისა და ცენტრალური ბანკის მიერ წინასწარ განსაზღვრული ვალუტის გადინება 1 წლის ან ნაკლები პერიოდის განმავლობაში ოქტომბერში წინა თვესთან შედარებით 3,8%-ით შემცირდა 25,6 მილიარდ დოლარამდე. ამ თანხიდან 19,9 მილიარდი დოლარი იყო ძირი, ხოლო 5,7 მილიარდი დოლარი პროცენტი.

ამ პერიოდში ცენტრალური ბანკის წმინდა ვალდებულებები უცხოურ ვალუტაში და ოქროში, რომელიც წარმოიქმნება ადგილობრივ და არარეზიდენტ ბანკებთან ფინანსური წარმოებულებით ოპერაციებიდან, განხორციელდა 68,3 მილიარდი აშშ დოლარის ოდენობით. აქედან 26,6 მილიარდი დოლარი დარეგისტრირდა ერთი თვის ვადით.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system