თავში

თურქეთმა აზერბაიჯანთან და საქართველოსთან სამმხრივი საბაჟო კომიტეტის ოქმი დაამტკიცა

თურქეთმა აზერბაიჯანთან და საქართველოსთან სამმხრივი საბაჟო კომიტეტ
თურქეთმა აზერბაიჯანთან და საქართველოსთან სამმხრივი საბაჟო კომიტეტის ოქმი დაამტკიცა

თურქეთის მთავრობამ აზერბაიჯანისა და საქართველოს მთავრობებს შორის საბაჟო საკითხებზე სამმხრივი კომისიის შექმნის შესახებ პროტოკოლი დაამტკიცა. Report.ge-ს ცნობით, ამის შესახებ აზერბაიჯანული მედია იუწყება.

აღსანიშნავია, რომ სამ ქვეყანას შორის საბაჟო კომიტეტი გასული წლის ოქტომბერში თურქეთში, ქალაქ იზმირში შეიქმნა.

სამმხრივი კომიტეტი კოორდინაციას გაუწევს, ხელს შეუწყობს და განავითარებს მხარეებს შორის თანამშრომლობას, ასევე განსაზღვრავს თანამშრომლობის ძირითად სფეროებსა და მიმართულებებს.

კომიტეტი განიხილავს საბაჟო საკითხებზე მხარეებს შორის თანამშრომლობის გაძლიერების გზებსა და შესაძლებლობებს; საზღვრის გადაკვეთის ხელშეწყობასა და გამარტივებას,  მათი უსაფრთხოების უზრუნველყოფაა; ცოდნისა და საუკეთესო პრაქტიკის გაზიარებაა საბაჟო პოლიტიკისა და პროცედურების, აღმასრულებელი ფუნქციების სფეროში; კოორდინაციას გაუწევს სამართალდამცავ თანამშრომლობას საბაჟო საკითხებში, მიიღებს ერთობლივ ოპერატიულ ზომებს კონტრაბანდის წინააღმდეგ საბრძოლველად და ითანამშრომლებს სხვა სფეროებში.

კომიტეტის თანათავმჯდომარეები მხარეთა საბაჟო სამსახურების ხელმძღვანელები არიან. ურთიერთთანამშრომლობის ფარგლებში, შეიქმნება სამუშაო ჯგუფები რისკის მართვისა და სტატისტიკის საკითხებზე.

კომიტეტის სხდომები ჩატარდება წელიწადში ერთხელ. მომდევნო შეხვედრა ბაქოში გაიმართება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system