თავში

თურქეთმა და სამხრეთ კორეამ სავალუტო სვოპის შესახებ შეთანხმებას მიაღწიეს

თურქეთმა და სამხრეთ კორეამ სავალუტო სვოპის შესახებ შეთანხმებას მიაღწ
თურქეთმა და სამხრეთ კორეამ სავალუტო სვოპის შესახებ შეთანხმებას მიაღწიეს

სამხრეთ კორეის რესპუბლიკამ და თურქეთმა, ორ ქვეყანას შორის სავაჭრო ურთიერთობების ხელშეწყობის მიზნით, სავალუტო სვოპის შესახებ ხელშეკრულებას მოაწერეს ხელი. 

ხელშეკრულება სამწლიანია და სამხრეთ კორეული და თურქული ვალუტების 2.3 ტრილიონი ვონის  (2 მილიარდი აშშ დოლარი) ოდენობით კონვერტაციას ითვალისწინებს.

ვალუტის სვოპი არის ლიკვიდურობის დაცვის ინსტრუმენტი, რომელიც სახელმწიფო სესხის საკუთარ ვალუტაში აღების შესაძლებლობას იძლევა.

სამხრეთ კორეას სავალუტო სვოპის შესახებ ორმხრივი ხელშეკრულება შვიდ ქვეყანასთან აქვს გაფორმებული, მათ შორის ავსტრალიასთან, კანადასთან და ჩინეთთან.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system