თავში

თურქეთში ექსპორტი რეკორდულ ნიშნულზეა

თურქეთში ექსპორტი რეკორდულ ნიშნულზეა
თურქეთში ექსპორტი რეკორდულ ნიშნულზეა

თურქეთის ექსპორტმა 2021 წელს 225,36 მილიარდი დოლარი შეადგინა, რაც რესპუბლიკისთვის აბსოლუტური რეკორდია. Report.ge-ს ცნობით, ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა. 

"წინა წელთან შედარებით, 2021 წელს, ექსპორტის მოცულობა 32,9%-ით გაიზარდა და 225,36 მილიარდი დოლარი შეადგინა. ეს რეკორდია", - განაცხადა პრეზიდენტმა ერდოღანმა. 

ერდოღანის თქმით, თურქეთის საგარეო ვაჭრობა 2021 წელს 496,7 მილიარდამდე გაიზარდა. თურქეთის საგარეო სავაჭრო დეფიციტი წინა წელთან შედარებით 7,8%-ით შემცირდა და 45,9 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა, ხოლო ექსპორტ-იმპორტის კოეფიციენტი 83,1%-მდე გაიზარდა, 

თურქეთის ექსპორტი სამხრეთ ამერიკაში 86,6%-ით გაიზარდა, ევროკავშირის გარეთ მყოფ ევროპულ ქვეყნებში - 29%-ით , მეზობელ და ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებში - 22,6%, ჩრდილოეთ აფრიკაში - 44,8%-ით.

გარდა ამისა, ერდოღანმა აღნიშნა, რომ „თურქეთი პირველად გახდა ქვეყანა, რომელიც მართავს კრიზისებს და მათ შესაძლებლობებად აქცევს".

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system