თავში

თურქეთში ინფლაცია 19-წლიან მაქსიმუმზეა

თურქეთში ინფლაცია 19-წლიან მაქსიმუმზეა
თურქეთში ინფლაცია 19-წლიან მაქსიმუმზეა

თურქეთში ინფლაცია დეკემბერში, 19 წლიან მაქსიმუმამდე დაჩქარდა. 

ზედიზედ მეშვიდე თვის განმავლობაში ლირას გაუფასურებამ და რეფინანსირების განაკვეთის შემცირებამ ქვეყანაში ინფლაციის ზრდა გამოიწვია.

ინფლაციის წლიური მაჩვენებელი გასულ თვეში 36,08%-მდე გაიზარდა, რაც 2002 წლის სექტემბრის შემდეგ ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. 

მწარმოებლების ფასები თვეში 19,08%-ით გაიზარდა, რაც წლიურ ინფლაციას 79,89%-მდე აჩქარებს. 

ვალუტა გასულ წელს დოლართან მიმართებაში დაახლოებით 44%-ით გაუფასურდა, რაც ყველაზე დიდი გაუფასურებაა ყველა ძირითად ვალუტას შორის.

16 დეკემბერს თურქეთის ცენტრალურმა ბანკმა გადაწყვიტა დისკონტის განაკვეთი 15%-დან 14%-მდე შეემცირებინა, რამაც თურქული ვალუტის მკვეთრი ვარდნა გამოიწვია. 

ლირამ მკვეთრად ვარდნა გასული წლის ოქტომბრის შუა რიცხვებში დაიწყო მას შემდეგ, რაც თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიპ ერდოღანმა ცენტრალური ბანკის სამი მაღალი თანამდებობის პირი, მათ შორის ხელმძღვანელის ორი მოადგილე, თანამდებობიდან გაათავისუფლა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system