თავში

თურქეთში ირანელი დამსვენებლების ნაკადი არ წყდება

თურქეთში ირანელი დამსვენებლების ნაკადი არ წყდება
თურქეთში ირანელი დამსვენებლების ნაკადი არ წყდება

2020 წლამდე თურქეთს ექვს მილიონზე მეტი ირანელი ტურისტი ეწვევა. თურქული მედიის ცნობით, ქვეყნის პროვინცია – ვანი, ერთ–ერთი მნიშვნელოვანი ტურისტული ცენტრია ირანელი ვიზიტორებისთვის. გარდა ამისა, ფრენები ანკარიდან თეირანში და საპირისპირო მიმართულებით, ტურისტული ნაკადის რეკორდულ გაზრდას ხელს შეუწყობს.


აღსანიშნავია, რომ 2019 წლის აგვისტოს თურქეთს 6.307 მილიონი ტურისტი ეწვია, რაც 17,17 პროცენტით მეტია 2018 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით.


მთლიანობაში კი, 2019 წლის იანვარ-აგვისტოში საქართველოს მეზობელ თურქეთში 31 მილიონი ვიზიტორი ჩავიდა, რაც გასული წლის იგივე პერიოდთან შედარებით, 14,72 პროცენტით მეტია.

ტურიზმის ექსპერტები ეჭვობენ რომ საბაჟოებზე ირანელი ტურისტების მიმართ ზედმეტად გამკაცრებული პროცედურების გამო საქართველო კარგავს ირანელი დამსვენებლის კონტინგენტს და საქართველოს დანაკლისს მეზობელი ქვეყნები ივსებენ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system