თავში

თურქეთში სეზონურად დასაქმების მსურველთათვის კრიტერიუმები დაზუსტდა

​თურქეთში სეზონურად დასაქმების მსურველთათვის კრიტერიუმები დაზუსტდა
თურქეთში სეზონურად დასაქმების მსურველთათვის კრიტერიუმები დაზუსტდა

თურქეთში სეზონურად დასაქმების მსურველთათვის კრიტერიუმები დაზუსტდა.

აჭარის ჯანდაცვის მინისტრის, ნინო ნიჟარაძის განმარტებით, საქართველოს მოქალაქეები შეძლებენ თურქეთის რესპუბლიკაში სამუშაოდ გამგზავრებას თურქეთის რესპუბლიკის ფიზიკური ან იურიდიული პირის მიერ გაცემული და ნოტარიულად დამოწმებული სამთვიანი მოწვევის საფუძველზე.

მისივე ინფორმაციით, 4 აგვისტოდან საქართველოს მოქალაქეებს შეეძლებათ, შეავსონ სპეციალური ელექტრონული სააპლიკაციო ფორმა. 

საქართველოს მოქალაქეს, რომელსაც სურვილი აქვს წავიდეს თურქეთის რესპუბლიკაში სამუშაოდ, შეუძლია ფიზიკური პირის ან თურქეთში რეგისტრირებული იურიდიული პირისგან წარმოადგინოს ნათარგმნი და ნოტარიულად დამოწმებული მიწვევა სამთვიანი დასაქმების შესახებ. შემდეგ კი უნდა შეავსოს აპლიკაცია ელექტრონულად და ატვირთოს ეს დოკუმენტები.

კოორდინაციას განახორციელებენ აჭარის მთავრობა, შექმნილი სამუშაო ჯგუფი, თვითმმართველობები და დასაქმების სააგენტო, რომელიც უზრუნველყოფს როგორც რეგისტრაციის პროცესს, ასევე შემდგომ მონიტორინგს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system