თავში

Turkish Airlines-ი სტამბოლი-თბილისის ავიახაზზე ფრენის სიხშირეს ზრდის

Turkish Airlines-ი სტამბოლი-თბილისის ავიახაზზე ფრენის სიხშირეს ზრდის
Turkish Airlines-ი სტამბოლი-თბილისის ავიახაზზე ფრენის სიხშირეს ზრდის

Turkish Airlines-ი სტამბოლი-თბილისი-სტამბოლის მიმართულებაზე სიხშირეების რაოდენობას ზრდის. 

ამის შესახებ report.ge-ს აეროპორტების გაერთიანებიდან აცნობეს. მათი ინფორმაციით,  ავიაკომპანია 15 იანვრამდე სტამბოლი-თბილისი-სტამბოლის საჰაერო ხაზზე კვირაში 4 სიხშირით მოახდენს ოპერირებას, 15 თებერვლიდან თვის ბოლომდე კი კვირაში 7 სიხშირით.

შეგახსენებთ, იმ ქვეყნების ჩამონათვალს, რომელთა მოქალაქეებისთვის საჰაერო საზღვარზე შემოსვლის განახლებული რეჟიმი მოქმედებს, საქართველოს სტრატეგიული პარტნიორი - თურქეთის რესპუბლიკა დაემატა.

რეგურალურ ფრენებზე შეზღუდვები 1-ელი თებერვლიდან გაუქმდა და საჰაერო საზღვარზე შემოსვლის განახლებული რეჟიმი ამოქმედდა. საქართველოში შემოსვლა თვითიზოლაციის გარეშე 38 ქვეყნის არავაქცინირებულ მოქალაქეს შეუძლია.

ევროკავშირის, ისრაელის, შვეიცარიის, ნორვეგიის, აშშ-ის, საუდის არაბეთის, არაბთა გაერთიანებული საემიროების, კატარის და ბაჰრეინის მოქალაქეებსა და რეზიდენტებთან ერთად, თვითიზოლაციის ვალდებულება უქმდება თურქეთის მოქალაქე და რეზიდენტი არავაქცინირებული ვიზიტორებისთვისაც. აღნიშნული ქვეყნებიდან საქართველოში, მათ შორის ტრანზიტულად შემოსვლის შემთხვევაში, მოქალაქე ან რეზიდენტმა ვიზიტორებმა უნდა წარადგინონ 72-საათიანი ვალიდურობის მქონე PCR-ტესტის ნეგატიური პასუხი და ქვეყანაში შემოსვლის შემდეგ, მესამე დღეს, საკუთარი სახსრებით სავალდებულოდ ჩაიტარონ PCR-ტესტი.

რაც შეეხება ვაქცინირებულ ვიზიტორებს, ისინი ნებისმიერი ტიპის კოვიდ-ვაქცინის სრული კურსის ჩატარების, რაც ორ სრულ დოზას გულისხმობს, დამადასტურებელი დოკუმენტის საზღვარზე წარდგენის შემთხვევაში, საქართველოში უპირობოდ შემოსვლას შეძლებენ.

საჰაერო საზღვარი ქვეყანას დაახლოებით 10 თვე ჰქონდა დახურული. სახმელეთო საზღვარი საქართველომ კორონავირუსის გავრცელების პრევენციისთვის 16 მარტიდან ჩაკეტა და ამ დრომდე დახურული აქვს. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system