
თურქული ლირა დოლართან მიმართებით ისტორიულად დაბალ ნიშნულზეა.
ამ დროისათვის, 1 აშშ დოლარი 9.23 ლირა ღირს.
თურქეთის პრეზიდენტმა ქვეყნის ცენტრალური ბანკის სამი მაღალჩინოსნი თანამდებობიდან გაათავისუფლა.
ქვეყნის ცენტრალურმა ბანკმა მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი, უკვე მეორე შეხვედრაზე, 19%-ზე შეინარჩუნა და განაცხადა, რომ ფასების ზრდის ტემპმა პიკს მიაღწია.
ლირის გაუფასურება მომავალში ფასების უფრო მეტად გაზრდის საფრთხეს ქმნის.