თავში

თურქული ლირა კვლავ გაუფასურდა

თურქული ლირა კვლავ გაუფასურდა
თურქული ლირა კვლავ გაუფასურდა

თურქული ლირა დოლართან მიმართებაში 4,6 პროცენტით დაეცა. ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო Reuters იუწყება.

გამოცემის ცნობით, ლირის რეკორდულად გაუფასურების გამო, თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ვალუტის შესაძლო მანიპულაციის თაობაზე გამოძიების ჩატარების ბრძანება გასცა.

დოლარის კურსი ლირასთან მიმართებაში 12,73 ლირას შეადგენს.

თურქეთის ეროვნული ვალუტა ერთი წლის განმავლობაში 40 პროცენტზე მეტით დაეცა. 

თურქეთის ცენტრალურმა ბანკმა გადაწყვიტა დისკონტის განაკვეთი 16%-დან 15%-მდე შეემცირებინა.

ლირამ მკვეთრად ვარდნა ოქტომბრის შუა რიცხვებში დაიწყო მას შემდეგ, რაც თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიპ ერდოღანმა ცენტრალური ბანკის სამი მაღალი თანამდებობის პირი, მათ შორის ხელმძღვანელის ორი მოადგილე, თანამდებობიდან გაათავისუფლა.

ოქტომბრის ბოლოს თურქეთის ცენტრალურმა ბანკმა თურქული ლირის კურსის რეკორდული ვარდნის ფონზე გადაწყვიტა დისკონტის განაკვეთი 18%-დან 16%-მდე შეემცირებინა, რამაც ლირის ვარდნა კიდევ უფრო დააჩქარა. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system