თავში

თურქული ლირა უფასურდება - რეაქცია ვაშინგტონის გადაწყვეტილებებზე

თურქული ლირა უფასურდება - რეაქცია ვაშინგტონის გადაწყვეტილებებზე
თურქული ლირა უფასურდება - რეაქცია ვაშინგტონის გადაწყვეტილებებზე

თურქული ლირა აშშ დოლართან იმართებაში 0,5%-ით გაუფასურდა მას შემდეგ, რაც აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ ოფიციალური ანკარის წინააღმდეგ სანქციების დაწესების შესახებ კანონპროექტი დაამტკიცა. დღეს დილით თურქული ვალუტის კურსი შეიცვალა და დოლართან მიმართებაში მანამდე არსებული 5,7333-ის ნაცვლად უკვე 5,7628 ნიშნულზე ფიქსირდება.

სამშაბათს, 29 ოქტომბერს აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ თითქმის ერთხმად დაამტკიცა კანონპროექტი, რომელიც რუსული საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს S-400-ის შეძენის და სირიაში განხორციელებული სამხედრო ოპერაციის საპასუხოდ თურქეთის წინააღმდეგ სანქციებს ითვალისწინებს.

დოკუმენტის მიხედვით სანქციები დაეკისრებათ თურქ მაღალჩინოსნებს, მათ შორის თავდაცვის მინისტრ ჰულუსი აქარს. აგრეთვე განიხილება თურქი ოფიციალური პირების ქონების დაბლოკვის და ბანკების - Halk Bankasi-ს და Halkbank-ის წინააღმდეგ შეზღუდვები.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system