თავში

თურქული სამთო პროდუქციის ექსპორტი რეკორდულ ნიშნულზეა

თურქული სამთო პროდუქციის ექსპორტი რეკორდულ ნიშნულზეა
თურქული სამთო პროდუქციის ექსპორტი რეკორდულ ნიშნულზეა

თურქეთის სამთო პროდუქციის ექსპორტი 2021 წელს წინა წელთან შედარებით 40%-ით გაიზარდა. Report.ge-ს ცნობით, ინფორმაციას თურქული საინფორმაციო სააგენტო Anadolu ავრცელებს.

თურქეთის სამთო პროდუქციის ექსპორტით მიღებული შემოსავალი  5,93 მილიარდი აშშ დოლარია.

თურქეთის ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრმა, ფატიჰ დონმეზმა განაცხადა, რომ 2021 წელს შესაძლებელი გახდა სამთო პროდუქციის ექსპორტში ისტორიული რეკორდის დამყარება.

„ბოლო 20 წლის განმავლობაში ექსპორტი 10-ჯერ გაიზარდა. 2020 წელს ექსპორტმა 4 მილიარდ 270 მილიონი დოლარი შეადგინა, 2021 წელს ზრდამ 40 პროცენტი შეადგინა“, - განაცხადა მან.

მინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ გასულ წელს თურქეთის ძირითადი იმპორტიორები იყვნენ ჩინეთი, აშშ, ესპანეთი, ბულგარეთი, ბელგია, იტალია, ინდოეთი, შვედეთი, გერმანია და საფრანგეთი. 

"წელს ჩვენ შევძელით ინდონეზიის, უზბეკეთის, ჰონგ კონგის, ალბანეთის და სერბეთის ბაზრებზე შესვლა", - განაცხადა მან.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system