თავში

თურნავა: "აირზენამ" პარიზის-თბილისის ფრენაზე ბილეთები ჩვენთან შეუთანხმებლად გაყიდა

თურნავა: "აირზენამ" პარიზის-თბილისის ფრენაზე ბილეთები
თურნავა: აირზენამ პარიზის-თბილისის ფრენაზე ბილეთები ჩვენთან შეუთანხმებლად გაყიდა

ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ „ჯორჯიან ეარვეისის“ გენერალური დირექტორის პასუხად განაცხადა, რომ კომპანიამ პარიზის-თბილისის ფრენაზე ბილეთები შეუთანხმებლად გაყიდა.

გარდა ამისა მინისტრი ამბობს, რომ „აირზენას“ მართლაც მაღალი ფასები აქვს კომერციულ რეისებზე.

"როგორც ჩანს,"ჯორჯიან ეარვეისის" ხელმძღვანელმა რომან ბოკერიამ უკეთ იცის, ვინ ვისთან რას ათანხმებს, არ ვიცი, ეს ხუმრობით რა თქმა უნდა... იყო მთელი რიგი რეისები, რომლებიც შეთანხმებული იყო სამოქალაქო ავიაციის სააგანეტოსთან, მაგრამ მაგალითად პარიზის რეისზე ბილეთები იყო ისეთნაირად გაყიდული, რომ ჩვენ ოფიციალური თანხმობა ამაზე გაცემული არ გვქონდა. ამსტერდამი, ვენა, თელ-ავივი იყო ჩვენთან თანხმობაში. აი, პარიზი ისე იქნა გასხვისებული ბილეთები, რომ ჩვენთან არ მოხდა შეთანხმება და ის ადამიანები, ვინც საკმაოდ მაღალი ფასი გადაიხადა პარიზი-თბილისის ფრენაში ელოდებიან შესაძლებლობას, რომ ეს რეისი შერულდეს“, - განაცხადა მინისტრმა.

შეგახსენებთ, "ჩვენი ყველა რეისი შეთანხმებულია სამოქალაქო ავიაციის სააგენტოსთან. გაუგებრობას აქვს ადგილი. არ მსურს ამაზე დამატებითი კომენტარის გაკეთება და თემის გაღრმავება," - ასე უპასუხა „ჯორჯიან ეარვეისის“ გენერალურმა დირექტორმა რომან ბოკერიამ, ეკონომიკის მინისტრის გუშინდელ განცხადებას, რომ „აირზენა“ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოსთან შეუთანხმებლად გეგმავს რეისებს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system