თავში

თურნავა: ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო მაგისტრალით 400 000 ტონა ტვირთია გადაზიდული

თურნავა: ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო მაგისტრალით 400 00 გადაზიდული
თურნავა: ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო მაგისტრალით 400 000 ტონა ტვირთია გადაზიდული

"ბაქო-თბილისი-ყარსი, ახალი სარკინიგზო მარშრუტი აქტიურია 2018 წლიდან. ამ პერიოდიდან დღემდე დაახლოებით 400 000 ტონა ტვირთი უკვე იქნა გადაზიდული. ეს არის სარკინიგზო მარშრუტი, რომელიც განამტკიცებს საქართველოს როლს, საქართველოს ფუნქციას ამ სტრატეგიულ დერეფანში, როგორც უმოკლეს გზას ევროპიდან აზიამდე", - ამის შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ საქართველოს პირველ არხთან ინტერვიუში განაცხადა. 

მინისტრის თქმით, შესაძლებლობა, რომ ჩინეთისკენ ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო მაგისტრალის გავლით საქართველოდან პირდაპირ, უმოკლესი გზით წავიდეს საექსპორტო დანიშნულების ტვირთი, აიაფებს ტვირთს და საქართველოს კონკურენტუნარიანობას ზრდის ამ დერეფანში.

"ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც ამ მარშრუტით ჩინეთი მიიღებს საიმპორტო ტვირთს. ეს არის თურქეთში წარმოებული საყოფაცხოვრებო ტექნიკა, კონტეინერები, რომელიც მიემართება ჩინეთისკენ. ჩვენთვის რითი არის ეს მნიშვნელოვანი, მნიშვნელოვანი არის იქედან გამომდინარე, რომ ჩინეთი ბოლო პერიოდში გახდა ჩვენი ნომერ პირველი საექსპორტო პარტნიორი. ძალიან ბევრი საქონელი გადის საქართველოდან ჩინეთის მიმართულებით, განსაკუთრებით სასოფლო-სამეურნეო საქონელი – ეს არის ქართული ღვინო, რომელიც ჩვენი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საექსპორტო პროდუქტია და აქამდე ალტერნატიული მარშრუტებით სარგებლობდა. შესაძლებლობა, რომ ჩინეთისკენ სწორედ ამ რკინიგზის გავლით საქართველოდან პირდაპირ, უმოკლესი გზით წავიდეს საექსპორტო დანიშნულების ტვირთი, აიაფებს ამ ტვირთს და ჩვენს კონკურენტუნარიანობას ზრდის ამ დერეფანში", - განაცხადა თურნავამ. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system