თავში

თურნავა: ბიუჯეტის ხარჯის სიმცირით მსოფლიოში მეორე ვართ

თურნავა: ბიუჯეტის ხარჯის სიმცირით მსოფლიოში მეორე ვართ
თურნავა: ბიუჯეტის ხარჯის სიმცირით მსოფლიოში მეორე ვართ

"ჩვენ ბოლო წლებში მივაღწიეთ იმას, რომ ბიუჯეტის მიმდინარე ხარჯების მიხედვით მთლიან შიდა პროდუქტთან მიმართებაში ერთ-ერთი ყველაზე დაბალი მაჩვენებლის მქონე ვართ მსოფლიოში. ამ მაჩვენებლის მიხედვით მსოფლიოში, რეალურად, მე-2 ვართ, რაც გაცილებით უფრო უარესი იყო 2012 წლამდე“,  - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ ჟურნალისტებს განუცხადა.

შეგახსენებთ, IDFI -ის კვლევით ირკვევა, რომ საჯარო უწყებებში შტატგარეშე თანამშრომლების დასაქმების ანაზღაურება იზრდება, რაზეც ოპოზიცია ფიქრობს, სახელისუფლებო გუნდი ე.წ. პარტაქტივისტებითაა დაკომპლექტებული.

თურნავას თმით, ოპოზიცია ხედავს, რომ მათი რეიტინგი საკმაოდ დაბალია, ჩვენ მათ ბევრი სათქმელი არ დაუტოვა

ცნობისთვის, IDFI-ის კვლევის თანახმად, სამინისტროებსა და სსიპ-ებში შტატგარეშე თანამშრომელთა ანაზღაურებაზე გაწეული ხარჯები ყოველწლიურად საშუალოდ 12%-ით იზრდება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system