თავში

დაბალბიუჯეტურ ავიაკომოანიებს მთავრობამ მწვანე შუქი მისცა

დაბალბიუჯეტურ ავიაკომოანიებს მთავრობამ მწვანე შუქი მისცა
დაბალბიუჯეტურ ავიაკომოანიებს მთავრობამ მწვანე შუქი მისცა

"არ მახსენდება შემთხვევა, როცა ჩვენ ავიაკომპანიამ ფრენების სიხშირის მატება ითხოვა და ჩვენ შევზღუდეთ," - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ განაცხადა.

მინისტრის განმარტებით, მობილობა შემცირებულია ევროპაშიც და კომპანიებისგან აღარ არის მაინცდამაინც დიდი მოთხოვნა, რომ ბევრი სიხშირე მიეცეთ.

"ვიცით, რომ „wizzair“ აქტიურად გეგმავს ქუთაისიდან დამატებული რეისებით სარგებლობას - ეს იქნება ვილნიუსი, კატოვიცე და ა.შ. რაც შეეხება „Ryanair-ს“, ჩვენ მათი მოთხოვნის საფუძველზე დავუშვით თბილისი - მილანის მიმართულება, ეს არის ახალი მიმართულება. ბოლო ინფორმაციით, მათ უნდათ, რომ ფრენების სიხშირე 70%-მდე შეამცირონ. თუმცა გაგვიხარდება, თუ მთლიანად აითვისებენ გეგმას, ჩვენი მხრიდან მწვანე შუქი მივეცით“, - განაცხადა ნათია თურნავამ.

შეგახსენებთ, საქართველოს მოქალაქეებს ხვალიდან შეეძლებათ შემოიტანონ PCR ტესტები და ასეთ შემთხვევაში, მათ სავალდებულო კარანტინის გავლა აღარ მოუწევთ. 

ნოემბერში ქვეყანა რეგულარული რეისების ეტაპობრივი გახსნის რეჟიმზე გადადის. ავიასივრცეს საქართველო ძირითადად ევროპულ ქვეყნებს გაუხსნის.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system