თავში

თურნავა: ფოთის ტერმინალის პროექტი გადამწყვეტ ფაზაშია

თურნავა: ფოთის ტერმინალის პროექტი გადამწყვეტ ფაზაშია
თურნავა: ფოთის ტერმინალის პროექტი გადამწყვეტ ფაზაშია

„ესაა პროექტი, რომელიც სულ მცირე 2.5 მილიონ ტონა მშრალ, ნაყარი ტვირთებისა და კონტეინერების გადამუშავებას. ეს ჩვენი, შავიზღვისპირეთის საპორტო ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის ძალიან მნიშვნელოვანი პროექტია," - ასე აფასებს ეკონომიკის მინისტრი ფოთის პორტის რეკონსტრუქციის დაწყებას.

როგორც ნათია თურნავა ამბობს, აშშ-ის საერთაშორისო საფინანსო განვითარების ინსტიტუტმა გადმორიცხა პირველი 30 მილიონი დოლარი

"ჯამში, 50 მილიონი დოლარით შემოდის ეს სტრუქტურა დაფინანსებაში. ესაა აშშ-ის ფინანსური თანამონაწილეობა ამ პროექტში. შესაბამისად, პროექტი გადამწყვეტ ფაზაში გადავიდა“, - განაცხადა ნათია თურნავამ და დასძინა, რომ მთავრობა ყველაფერს აკეთებს მსხვილი, სახელმწიფო თუ კერძო ინფრასტრუქტურული პროექტების უწყვეტი მიმდინარეობისთვის.

"განსაკუთრებით ახლა, როცა უკვე მიმდინარეობს ეკონომიკის ეტაპობრივად გახსნა. ფოთის ტერმინალის პროექტი, რომელიც გასულ წელს, სექტემბერში დაიწყო, უკვე გადავიდა აქტიურ ფაზაში," - განაცხადა ნათია თურნავამ და დასძინა, რომ პეის ტერმინალის პროექტი ითვალისწინებს 2,5 მლნ ტონა მშრალი ნაყარი ტვირთის და 100 ათასი კონტეინერის გადამუშავებას.

შეგახსენებთ, პეის ტერმინალი მდებარეობს ფოთის ეგრეთ წოდებულ ახალი ნავსადგურის აკვატორიაში, პროექტის განხორციელება ითვალისწინებს ორ ფაზას. პირველი ფაზის საერთო საინვესტიციო ღირებულება შეადგენს 93 მილიონ აშშ დოლარს, მათ შორის 50 მილიონი აშშ დოლარი ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების საფინანსო კორპორაციის (DFC) -ის მიერ იქნება გამოყოფილი. აღსანიშნავია, რომ საქართველოში DFC-ის მიერ დღემდე გამოყოფილ დაფინანსებებს შორის, პეის ტერმინალზე დამტკიცებული თანხა წარმოადგენს ერთ ცალკე აღებულ პროექტზე გამოყოფილ უმსხვილეს მოცულობას. აღნიშნული თანხის პირველი ტრანში გადმორიცხვა 30.8 მილიონი აშშ დოლარის ოდენობით განხორციელდა მიმდინარე წლის მაისის პირველ დეკადაში.

დღესვე, ფოთის პორტის გაღრმაწყლოვანებისა და ზოგადად პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მნიშვნელობაზე ისაუბრა პრემიერმა გახარიამაც.

"ჩვენს საპორტო ინფრასტრუქტურაში ფოთის პორტი, როგორ ქვეყნის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი კარიბჭე, უფრო უნდა განვითარდეს. რა თქმა უნდა, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ შავი ზღვისპირეთში, საქართველოში საზღვაო ინფრასტრუქტურა და საპორტო ინფრასტრუქტურა იყოს თანამედროვე, განვითარებული და ხელი შევუწყოთ ყველაფერს, მათ შორის ახალი პორტების მშენებლობასაც“, - განაცხადა გახარიამ

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system