თავში

თურნავა "ფრონტერას“ საერთაშორისო არბიტრაჟის გადაწყვეტილების გასაჯაროებისკენ მოუწოდებს

თურნავა "ფრონტერას“ საერთაშორისო არბიტრაჟის გადაწყვეტილების
თურნავა ფრონტერას“ საერთაშორისო არბიტრაჟის გადაწყვეტილების გასაჯაროებისკენ მოუწოდებს

ეკონომიკის მინისტრი „ფრონტერას“ საერთაშორისო არბიტრაჟის გადაწყვეტილების გასაჯაროებისკენ მოუწოდებს.

კომპანია „ფრონტერას“ მხრიდან მსგავს განცხადებებს ყოველთვის სრული სიმშვიდით და ყველა საერთაშორისო ნორმის დაცვით. არასდროს არ გამოვირჩეოდით ზედმეტი რიტორიკით და ვიკავებდთ თავს, რადგან მიმდინარეობდა საერთაშორისო არბიტრაჟი. ის დამთავრდა საქართველოს სახელმწიფოს სასარგებლოდ, ნავთობისა და გაზის კორპორაციის სასარგებლოდ. აქედან გამომდინარე, მოვუწოდებთ კომპანია „ფრონტერას“, რომ დროულად შეასრულოს ის გადაწყვეტილება, რაც საერთაშორისო არბიტრაჟმა მიიღო და თუ გაქვთ სურვილი, რომ მეტი ინფორმაცია და საბოლოო სიმართლე შეიტყოთ ამის შესახებ, მოდით, ერთად მოვუწოდოთ „ფრონტერას“, გაასაჯაროოს საერთაშორისო არბიტრაჟის გადაწყვეტილება“, - განაცხადა ნათია თურნავამ. 

ცნობისთვის, „ფრონტერას“ მიერ გაგზავნილ წერილში აღნიშნულია, რომ ქვეყანაში 2013 წლიდან მზარდია ანტიამერიკული განწყობები.

„2013 წლიდან მოყოლებული ჩვენ ვხედავთ მზარდ ანტიამერიკულ განწყობებს და ასევე დისკრიმინაციულ დამოკიდებულებას მნიშვნელოვანი ამერიკული ინვესტიციებისა და ამერიკული არასამთავრობო ორგანიზაციების მიმართ, თავისუფალი ეკონომიკური ბაზრის სისტემატიურ ნგრევას. შედეგად, საქართველო დავიდა რუსული სტილის კლეპტოკრატიამდე, რომელიც მხოლოდ შენიღბულია, როგორც ამერიკული დემოკრატიული ღირებულებებისა და თავისუფალი ბაზრის გამზიარებელი. ეს „პოლიტიკური წარმოდგენა“ გამიზნულია მხოლოდ უწყვეტი ამერიკული დახმარების მისაღებად აშშ მთავრობიდან. ეს ფარსი უნდა დამთავრდეს“, - აღნიშნულია "ფრონტერას" წერილში.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system