თავში

თურნავა: კომერციულ ჩარტერებზე გაუმართლებლად გაიზარდა ფასები

თურნავა: კომერციულ ჩარტერებზე გაუმართლებლად გაიზარდა ფასები
თურნავა: კომერციულ ჩარტერებზე გაუმართლებლად გაიზარდა ფასები

ვითვალისწინებთ ჩვენი თანამოქალაქეების ინტერესებს და 7 ივლისს, პარიზი-თბილისის რეისი შესრულდება, – ამის შესახებ, ნათია თურნავამ განაცხადა.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის თქმით, ორშაბათს, პრემიერ-მინისტრის დავალებით შემუშავდება და გამოვაქვეყნდება ახალი გრაფიკი. 

„მიუხედავად იმისა, რომ ჩვენთან ეს რეისი არ იყო შეთანხმებული და გარკვეული პრობლემები შეიქმნა ამის გამო, შეგვიძლია დავადასტუროთ, რომ 7 ივლისს შესრულდება „აირზენას“ მიერ დაგეგმილი პარიზი-თბილისი რეისი. ვიცი, რომ ეს საკითხი ბევრ ადამიანს აწუხებდა.

ასევე, ორშაბათს პრემიერ-მინისტრის დავალებით შევიმუშავებთ და უკვე გამოვაქვეყნებთ ახალ გრაფიკს, ფრენების განრიგს. ეს იქნება ე.წ. სოციალური ფრენები, ანუ სახელმწიფოს მიერ გეგმაზომიერად ჩვენი თანამემამულეების სხვადასხვა ქვეყნიდან გამოყვანის ფრენები. ძალიან ხელმისაწვდომი ფასებით, რადგან ეს იქნება სახელმწიფოს მიერ სუფსიდირებული ფრენები და ამ ფრენებს შეასრულებს რამდენიმე ავიაკომპანია. ჩვენ დავუშვით კომერციული ჩარტერები იმისთვის, რომ არ შეწყვეტილიყო მიმოსვლა - გადავდეთ რეგულარული ფრენები, მაგრამ კომერციული ჩარტერების უფლება მივეცით კომპანიებს. ჩარტერი კომფორტულია იმიტომ, რომ აკონტროლებ რაოდენობას, მიმართულებას, დროს და ა.შ. მაგრამ მე ვთვლი და ბევრი თვლის ასე, რომ კომერციული ჩარტერების ბილეთებზე გაუმართლებლად გაიზარდა ფასები, რაც, რა თქმა უნდა, უკმაყოფილებას იწვევდა, მითუმეტეს, იმის გათვალისწინებით, რომ „აირზენამ“ ზოგიერთი რეისი დაგეგმა ჩვენთან შეთანხმების გარეშე

ჩვენ დავამატებთ კიდევ ჩარტერულ ფრენას და შემდეგ თანდათან რეგულარული ფრენებისკენაც გადავალთ, მაგრამ ეს უკვე იქნება დამოკიდებული იმ მოლაპარაკების დასრულებაზე, რაც ახლა მიმდინარეობს თითოეულ ევროკავშირის სახელმწიფოსთან, რადგან 15 უსაფრთხო ქვეყნის სიაში ჩვენ ვართ, მაგრამ ეს სია არის მათთვის სარეკომენდაციო. ახლა თითოეული ქვეყანა თვითონ აყალიბებს ამ სიასთან მიმართებაში, რა რეგულაციები ექნებათ“, - განაცხადა ნათია თურნავამ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system