თავში

თურნავა: მალე საქართველო გამაერთიანებელი დერეფნის როლს დაიბრუნებს

თურნავა: მალე საქართველო გამაერთიანებელი დერეფნის როლს დაიბრუნებს
თურნავა: მალე საქართველო გამაერთიანებელი დერეფნის როლს დაიბრუნებს

თბილისში მიმდინარე აბრეშუმის გზის ფორუმთან დაკავშირებით, კომენტარი გააკეთა ნათია თურნავამ.

"თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმი, იქცა უკვე რეალურ გეგმად, როგორ დაიბრუნოს საქართველომ, აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის გამაერთიანებელი დერეფნის როლი. ჩვენ 60-მდე ქვეყნის, 2000 სტუმარს ვმასპინძლობთ და მათთან ერთად ვმსჯელობთ, როგორ გავხადოთ ქვეყანა უფრო კონკურენტუნარიანი და მიმზიდველი, როგორ მოხდეს ტურიზმის და სატრანსპორტო კვანძის ფუნქციის გაძლიერება," - განაცხადა მინისტრმა.  

ნათია თურნავამ ასევე ისაუბრა ანაკლიის პორტთან დაკავშირებითაც. მისი თქმით, ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი, სტერატეგიული პროექტია, შავი ზღვის დერეფნის ეფექტური გამოყენებისთვის და მის განხორციელებას არა მხოლოდ საქართველო, მთელი რეგიონი ელოდება. 

მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ, მართალია, პროექტი დაგვიანდა, თუმცა ეს რთული პროექტია და მომავალი წლისთვის უნდა დაიძრას. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system