თავში

თურნავა: მესამე წელია ევროპის საუკეთესო ოცეულში ვართ

თურნავა: მესამე წელია ევროპის საუკეთესო ოცეულში ვართ
თურნავა: მესამე წელია ევროპის საუკეთესო ოცეულში ვართ

"მსოფლიო ბანკის ახლად გამოქვეყნებული კვლევა „ქართული ოცნების“ მიერ გატარებული რეფორმების კიდევ ერთი საერთაშორისო აღიარება და დასტურია," - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ მსოფლიო ბანკის კვლევის „მსოფლიო მმართველობის ინდიკატორები 2019“ შეფასებისას განაცხადა.

მინისტრის თქმით, ზედიზედ მესამე წელია, საქართველო ევროპის საუკეთესო ოცეულშია და კორუფციის კონტროლის მიხედვით, ერთ-ერთი ყველაზე თავისუფალი, გამჭვირვალე და ბიზნესისთვის მიმზიდველი გარემო აქვს.

„ვუსწრებთ მსოფლიოს არაერთ ქვეყანას. მთლიანობაში კვლევაში შეფასებულია 200-მდე ქვეყანა და მსოფლიოში 41-ე ადგილზე ვართ, ევროპაში კი ოცეულში შევდივართ. რაც შეეხება ჩვენს პოზიციებს რეგიონში, პირველი ადგილით უპირობო ლიდერები ვართ. შედარებისთვის, 2012 წელს კორუფციის კონტროლის მიხედვით საქართველო 62-ე ადგილზე იყო და ეს ასახავს იმ განვლილ გზას, იმ რეფორმებს, იმ პროგრესს, რაც საქართველომ „ქართული ოცნების“ მმართველობის პერიოდში განიცადა“, - აღნიშნა ნათია თურნავამ.

ცნობისთვის, მსოფლიო ბანკის კვლევით, 189 ქვეყანას შორის „კორუფციის კონტროლის“ მიხედვით საქართველო მსოფლიოში არის 41 -ე ადგილზე, ევროპაში კი 19-ე ადგილზეა საუკეთესო ოცეულში. (2012 წლის 1 ოქტომბერს გამოქვეყნებული კვლევაში „კორუფციის კონტროლით“ მსოფლიოში იყო 62-ე ადგილზე, ოცეულს მიღმა.)

ამ საუკეთესო ოცეულში საქართველო უკვე ზედიზედ მესამედ მოხვდა. რეიტინგში საქართველო უსწრებს ევროკავშირის წევრ 13 სახელმწიფოს, როგორიცაა ესპანეთი, იტალია, პოლონეთი, მალტა, ჩეხეთი, ლატვია, სლოვაკეთი, ხორვატია, უნგრეთი, რუმინეთი, კვიპროსი, საბერძნეთი და ბულგარეთი.

კორუფციის კონტროლი - ფასდება მმართველი ძალების მიერ საკუთარი უფლებამოსილების გამოყენების პრაქტიკა პირადი ინტერესებისთვის. შეფასება მოიცავს როგორც კორუფციას ქვედა დონეზე, ისევე, როგორც ელიტური კორუფციის შეფასებას. კორუფციის კონტროლის მხრივ საქართველომ შეფასების რანგირების 100%-იანი შკალიდან 74.04%-ი დაიმსახურა. საქართველო ლიდერია რეგიონში, პოსტსსაბჭოთა სივრცეში კი მხოლოდ ესტონეთი და ლიეტუვა უსწრებს.

„რეგულირების ხარისხის“ მიხედვით საქართველო მსოფლიოში 27 ადგილზეა, ევროპაში კი 19-ე ადგილზე საუკეთესო ოცეულში. (2012 წლის 1 ოქტომბერს გამოქვეყნებული კვლევაში „რეგულირების ხარისხით“ მსოფლიოში იყო 39-ე ადგილზე, საუკეთესო ოცეულს მიღმა იყო)

რეგულირების ხარისხი - ფასდება სახელმწიფოს უნარი შეიმუშაოს და გაატაროს რეფორმები კერძო სექტორის განვითარების მიზნით.

ამავე კვლევით "მთავრობის ეფექტურობით“ საქართველო ისტორიულ მაქსიმუმზეა. შეფასების 100 პროცენტიანი სკალიდან 76.94%-ი მიიღო, რითაც ახალი ისტორიული მაქსიმუმი დააფიქსირა, მსოფლიოში არის 37 -ე ადგილზე, ევროპაში კი 24-ე პოზიციაზე და უსწრებს ევროკავშირის წევრ 8 სახელმწიფოს: იტალიას, პოლონეთს, სლოვაკეთს, უნგრეთს, საბერძნეთს, ხორვატიას, ბულგარეთს და რუმინეთს. (2012 წლის 1 ოქტომბერს გამოქვეყნებული კვლევაში-„მთავრობის ეფექტიანობის“ მიხედვით მსოფლიოში იყო 50-ე ადგილზე.)

საქართველო კანონის უზენაესობით უსწრებს დიდი შვიდეულის 1, ევროკავშირის 3 და ნატოს წევრ 7 სახელმწიფოს. აღნიშნული ანგარიშის და რეიტინგის მიხედვით საქართველოში „კანონის უზენაესობა“ უფრო მაღალ დონეზეა ვიდრე იტალიაში, საბერძნეთში, ბულგარეთში, სერბეთში, ჩრდილოეთ მაკედონიაში, მონტენეგროში და ა.შ.

გლობალური მმართველობის ინდიკატორებით მსოფლიოს მასშტაბით ფასდება 214 ქვეყანა და ტერიტორია, მათ შორის მსოფლიო ბანკის წევრი 186 სახელმწიფო. კვლევა მოიცავს პერიოდს 1996 წლიდან 2019 წლის ჩათვლით.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system