თავში

თურნავა:ყველაფერი კეთდება რომ პროდუქტები არ გაძვირდეს

თურნავა:ყველაფერი კეთდება რომ პროდუქტები არ გაძვირდეს
თურნავა:ყველაფერი კეთდება რომ პროდუქტები არ გაძვირდეს

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლარის გაუფასურების გამო ეკონომიკაში შექმნილ პრობლემებს აღიარებს, თუმცა განმარტავს, რომ პანდემიის ლოგიკური შედეგია.

ისევ და ისევ პანდემიის,

ნათია თურნავას თქმით, პანდემიის გამო ერთი და მეტი წლით ამოგვივარდა გარე ბაზრიდან უცხოური ვალუტის ისეთი მნიშვნელოვანი შემომტანი, როგორიცააა ტურიზმი.

„ყველაზე ოპტიმისტური შეფასებითაც, მომავალ წელს მხოლოდ 25-30%-ს თუ მივაღწევთ ტურიზმში, 2019 წელთან შედარებით. მოკლედვადიან პერიოდში ჩვენ ყველაფერი გავაკეთეთ და ვაკეთებთ, რომ კურსის ცვალებადობა არ აისახოს აუცილებელ პროდუქციაზე. თავიდან მივმართეთ კიდეც 9 სახეობის პროდუქციის სუბსიდირებას. ახლა საუბარია პურზე“, - აღნიშნა მათია თურნავამ.

საშუალოვადიან პერიოდში მთავრობა ელოდება, რომ ეკონომიკის გაჯანსაღებასთან ერთად ეს პრობლემა ასე მწვავედ აღარ იდგება. თურნავას განმარტებით პანდემიასთან ბრძოლა როგორც ფიზიკურად ისე ეკონომიკურად მაღალგანვითარებულ ქვეყნებსაც გაჭირდათ. საქართველომ კი გარკვეულ ბალანსის შენარჩუნება მოახერხა.

„პირველმა ნაბიჯებმა და ეფექტურმა მართვამ მოგვცა საშუალება, რომ შემდეგ ეკონომიკამ თანდათან აღდგენა დაიწყო, ეს ჩანდა თვიდან თვემდე შემცირებული კლების დინამიკაში. ჯერ იყო ორ ნიშნა კლება, შემდეგ გადავედით უფრო მცირე კლებაზე და საშუალება მოგვეცა, პოზიტიურ დინამიკაზე გვესაუბრა. სავალუტო ფონდისა და ჩვენი სხვა საერთაშორისო პარტნიორების შეფასებით, საქართველო მომავალ წელს უკვე გადავა ზრდაზე. საშუალო ვადიან პერიოდში, ჩვენ კვლავ ვიქნებით რეგიონის ლიდერი ეკონომიკის ზრდის თვალსაზრისით. ამის ყველა ყველა წინაპირობა არის, მაგრამ დადგა მეორე ტალღა, რომელსაც პრაქტიკულად ვერცერთი სახელმწიფო ასცდა, ეს თავისთავად ნეგატიურად აისახა ეკონომიკაზე. შემცირდა გაყიდვები, შემცირდა რესტორნების ბრუნვა“, - განაცხადა ნათია თურნავამ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system