თავში

თურნავა: ყველანი ვიზრუნებთ ეკონომიკის "ამოქოქვაზე"

თურნავა: ყველანი ვიზრუნებთ ეკონომიკის "ამოქოქვაზე"
თურნავა: ყველანი ვიზრუნებთ ეკონომიკის ამოქოქვაზე

ბოლო წლების განმავლობაში, საქართველოს ხელისუფლების მიერ სწორი ეკონომიკური რეფორმების წყალობით, ქვეყანამ კორონავირუსის მიერ გამოწვეულ პრობლემებს ძლიერი პასუხი გასცა, - ასე ფიქრობს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, ნათია თურნავა, რომელიც გამოეხმაურა საერთაშორისო პარტნიორების დადებით შეფასებას საქართველოში მიმდინარე ეკონომიკური მოვლენებისადმი.

მინისტრი თურნავა განმარტავს, რომ საქართველოს მიერ გადაგმული წარმატებული ნაბიჯები აძლევს იმედს ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებს, რომ საქართველო ერთობლივი ძალისხმევით შეძლებს, ეფექტურად გადალახოს ეკონომიკური სირთულეები. 

„საქართველოს მთავრობამ, ბოლო წლების მანძილზე, გაატარა ძალიან მნიშვნელოვანი სტრუქტურულ-ეკონომიკური რეფორმები, რისი წყალობითაც ჩვენი ეკონომიკა უფრო ძლიერად შეხვდა ამ კრიზისს და საკმაოდ ძლიერი პასუხიც გასცა კორონავირუსით გამოწვეულ პრობლემებს.ჩვენ გვქონდა ძალიან მაღალი ეკონომიკური ზრდა. იცით, რომ წინა წელს გვქონდა მოსალოდნელზე გაცილებით მაღალი ზრდა 5.2%. ეს დადებითი ტენდენცია გრძელდებოდა ამ წლის იანვარშიც, მიუხედავად იმისა, რომ ამ დროს უკვე გლობალურ ბაზარზე მძვინვარებდა ეკონომიკური კრიზისი და კორონავირუსის პანდემია პრაქტიკულად უკვე იყო. ეს გვაძლევს ჩვენ იმედს და ასევე აძლევს იმედს ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებს, რომ საქართველო ერთობლივი ძალისხმევით შეძლებს ეფექტურად გადალახოს ის ეკონომიკური სირთულეები, რაც გარდაუვალად მოყვება კორონავირუსს. ჩვენ ეს რესურსი დავაგროვეთ, ჩვენი სწორი ეკონომიკური პოლიტიკის და რეფორმების წყალობით და ჩვენ ახლა, ამაზე დაყრდნობით, ყველანი ვიზრუნებთ ეკონომიკის სწრაფ ამოქოქვაზე“, - განაცხადა ნათია თურნავამ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system