თავში

თურნავა საქართველოში საშუალო ევროპულზე ორჯერ ნაკლებ ეკონომიკურ ვარდნას პროგნოზირებს

თურნავა საქართველოში საშუალო ევროპულზე ორჯერ ნაკლებ ეკონომიკურ ვარდნას
თურნავა საქართველოში საშუალო ევროპულზე ორჯერ ნაკლებ ეკონომიკურ ვარდნას პროგნოზირებს

ეკონომიკის შემცირების ტემპი თვიდან თვემდე სუსტება და ვვარაუდობთ, რომ წლის ბოლომდე ორჯერ უფრო დაბალი კლების ტემპი იქნება, ვიდრე საშუალო ევროპულია ნავარაუდევი, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ საქსტატის აგვისტოს ეკონომიკური ზრდის წინასწარი მაჩვენებლების შეფასებისას განაცხადა.

საქსტატის წინასწარი მონაცემებით, 2020 წლის აგვისტოში ეკონომიკა 5,3 პროცენტით შემცირდა.

„როგორც მოსალოდნელი იყო, ეკონომიკის შემცირება გვაქვს, მაგრამ ამ შემცირების ტემპი თვიდან თვემდე სუსტდება, რაც არაერთხელ გვითქვამს. კერძოდ, აგვისტოში არის მინუს 5,3 პროცენტი, ივლისში იყო მინუს 5,5%, ივნისში - მინუს 7,7%, მაისში მინუს 13,5% და ასე შემდეგ. ეს მაჩვენებლები ცალსახად აჩვენებს, რომ გლობალური პანდემიისა და ეკონომიკური კრიზისის ფონზე ეკონომიკის კლების ტემპი შემცირდა. აგვისტოში ეკონომიკური აქტივობის გაჯანსაღების ტენდენცია კიდევ უფრო გაძლიერდა და სწრაფი პროგრესით ხდება.წლის ბოლომდე კლების ტემპი ორჯერ უფრო დაბალი იქნება, ვიდრე საშუალო ევროპულია ნავარაუდევი, ხოლო მომავალი წელი ეკონომიკური ზრდისა და ეკონომიკის აღდგენის წელი იქნება“, - აღნიშნა ნათია თურნავამ.

ცნობისთვის, აგვისტოში, ივლისთან შედარებით, ეკონომიკრი მდგომარეობა უმნიშვნელოდ, გაუმჯობესდა. სახეზე გვაქვს ეკონომიკის 5.3%-იანი ვარდნა. შესაბამისად, პირველი 8 თვის საშუალო რეალური ზრდა  -5.6%-ია.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system