თავში

თურნავა: წინასაახალწლო "შოპინგი" წელს უჩვეულო იქნება

თურნავა: წინასაახალწლო "შოპინგი" წელს უჩვეულო იქნება
თურნავა: წინასაახალწლო შოპინგი წელს უჩვეულო იქნება

ეკონომიკის მინისტრობის კანდიდატის, ნათია თურნავას განცხადებით, მთავრობის მიერ რეგულაციებთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილება დაბალანსებულია.

მისი თქმით, სავაჭრო ობიექტების მუშაობას ინსპექცია რეგულარულად გააკონტროლებს და  თუ სავაჭრო ობიექტების მხრიდან რეგულაციების დარღვევას ექნება ადგილი, ამას მკაცრი რეაგირება მოჰყვება.

„ჩვენ დაბალანსებული გადაწყვეტილება მივიღეთ. ეს არ იქნება ჩვეულებრივი წინასაახალწლო შოპინგი, რასაც ყველა ნორმალურ ვითარებაში შეჩვეული ვართ, ეს იქნება ძალიან დიდი პასუხისმგებლობის მატარებელი აქტი. ეს პასუხისმგებლობა პირველ რიგში ჩვენია, ხელისუფლების, მაგრამ ამავდროულად, თვითონ სავაჭრო სექტორიც მზადაა, რომ ეს პასუხისმგებლობა იტვირთოს. თუ დარღვევები იქნება, ძალიან მკაცრი ზომები იქნება გამოყენებული, რადგან ეს გადაწყვეტილება უპირობო არაა და როგორც კი ნიშნები გაჩნდება, რომ რომელიმე სავაჭრო ობიექტი შეზღუდვებს არღვევს, სრული უფლება გვაქვს გამოვიყენოთ ჯარიმა და საქმიანობა შევუჩეროთ“, - აღნიშნა თურნავამ.

იმისთვის, რომ გაიგოთ, რა მოგვეთხოვება მომხმარებლებს საახალწლო "შოპინგისას", იკითხეთ report.ge.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system