თავში

თურნავა: უნდა მოინახოს სწორი ბალანსი კომუნიკაციების ბაზარზე

თურნავა: უნდა მოინახოს სწორი ბალანსი კომუნიკაციების ბაზარზე
თურნავა: უნდა მოინახოს სწორი ბალანსი კომუნიკაციების ბაზარზე

"დარწმუნებული ვარ, მოიძებნება სწორი ბალანსი ბიზნეს ინტერესებსა და სახელმწიფო ინტერესებს შორის“, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ კანონში დაგეგმილი ცვლილებების კომენტირებისას განაცხადა.

ცნობისთვის ცვლილებებს სატელეკომუნიკაციო კომპანიები ეწინააღმდეგებიან.

„ ეს კანონპროექტი აუცილებელია, რათა ჩვენი კრიტიკული ინფრასტრუქტურის განკარგვა დავინახოთ და იყოს გამჭვირვალე ეს საკითხი, რათა შევძლოთ ჩვენი კრიტიკული ინფრასტრუქტურის მართვა.  დარწმუნებული ვარ და ვიცი, რომ დიალოგი იმართება, რომ სწორი ბალანსი მოინახოს. სახელმწიფომ უნდა შეძლოს და თავისი კრიტიკული ინფრასტრუქტურა გააკონტროლოს“, - განაცხადა ნათია თურნავამ.

შეგახსენებთ, კანონპროექტი რეზონანსულია და ის კომუნიკაციების კომისიას კომპანიებში სპეციალური მმართველის დანიშვნისა და მისთვის საკმაოდ დიდი უფლებამოსილების გადაცემას ითვალისწინებს. 

კანონპროექტს პარლამენტი  განიხილავს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system