თავში

თურნავამ ქართველი მეზღვაურების დასაქმების პრიორიტეტებზე ისაუბრა

თურნავამ ქართველი მეზღვაურების დასაქმების პრიორიტეტებზე ისაუბრა
თურნავამ ქართველი მეზღვაურების დასაქმების პრიორიტეტებზე ისაუბრა

,,ქართველი მეზღვაურების დასაქმება ჩვენი მთავრობის პრიორიტეტია", - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ ლონდონში, საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის (IMO) ასამბლეის ფარგლებში საბერძნეთის დელეგაციასთან გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

„ასამბლეის ფარგლებში ათამდე სხვადასხვა ქვეყნის ტრანსპორტის მინისტრს ვხვდები, რომლებიც პასუხისმგებელი არიან თავიანთ ქვეყნებში საზღვაო ინდუსტრიაზე. ყველა შეხვედრაზე საუბარი მაქვს, თუ როგორც შევუწყოთ ხელი ქართველი მეზღვაურების დასაქმებას მსოფლიოს მასშტაბით“, - განაცხადა ნათია თურნავამ.

მინისტრის განცხადებით, ასამბლეის ფარგლებში ხელი მოეწერება მემორანდუმს ბრაზილიის საზღვაო ადმინისტრაციასთან, რაც ქართველ მეზღვაურებს საშუალებას მისცემს დაშვება ჰქონდეთ ბრაზილიის დროშით მცურავ რვაასამდე გემზე.

ამასთან, თურნავას თქმით, პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, უახლოეს პერიოდში იწყება ბათუმის საზღვაო აკადემიის გაფართოების და ფოთში მისი ფილიალის გახსნის პროექტი.
„ყოველივე ეს საშუალებას გვაძლევს, კიდევ უფრო გავაფართოვოთ ჩვენი მეზღვაურების მომზადების, გადამზადებისა და ტრენინგების პლატფორმა და კიდევ უფრო მეტი მაღალკვალიფიციური მეზღვაური დავასაქმოთ საერთაშორისო ბაზარზე“, - აღნიშნა ნათია თურნავამ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system