თავში

თვითმფრინავების ნაწილების ქართული საწარმო "ბოინგს" მოამარაგებს

თვითმფრინავების ნაწილების ქართული საწარმო "ბოინგს" მოამარაგებს
თვითმფრინავების ნაწილების ქართული საწარმო ბოინგს მოამარაგებს

თვითმფრინავების კომპოზიტური ნაწილების წარმოება საქართველოში გაფართოებას გეგმავს. გაიზრდება იმ დეტალების ჩამონათვალიც რომელსაც ქარხანა აწარმოებს. თბილისის საერთაშორისო აეროპორტების მიმდებარედ უახლესი ტექნოლოგიებით აღჭურვილ საწარმოში ამ დროისთვის 300 ადამიანი მუშაობს.დასაქმებულთა 90 პროცენტი საქართველოს მოქალაქეა. ქარხანამ გაიარა "ბოინგის" სერტიფიცირების რთული და ხანგრძლივი პროცესი.

სამოქალაქო თვითმფრინავების ნაწილების მწარმოებელი ქარხანა (ATC) "საპარტნიორო ფონდისა“ და ისრაელის კომპანია Elbit Cyclone-ის ერთობლივი პროექტია

"საპარტნიორო ფონდის" საინვესტიციო დეპარტანმენტის უფროსი, ნინო ჩოლოყაშვილი, ამბობს, რომ ქარხანა "ბოინგს" თვითმფრინავების ნაწილებით უკვე ამარაგებს, სამომავლო გეგმებში კი შედის ისეთი მსხვილი ავიაკონცერნებთან თანამშრომლობა, როგორიცაა "აეარბასი", "ბომბარდეარსი", "სპირიტი."

ნინო ჩოლოყაშვილის ინფორმაციით, სამოქალაქო თვითმფრინავების ნაწილების მწარმოებელი ქარხანამ (ATC) სერტიფიცირების სამი ეტაპი გაიარა.

"პირველი ინდუსტრიის სერტიფიკატია. ესაა დოკუმენტი, რომელიც სჭირდება ყველა კომპანიას, რომელსაც რაიმე შეხება აქვს ავიაციასთან. ამის საფუძველზე საწარმოს აქვს წვდომა აწარმოოს საავიაციო პროდუქტი. მეორე ესაა, ე.წ, ბოინგის სერტიფიკატი, რომელიც გვაძვლევს შეასძლებლობას ვაწარმოოთ პროდუქტი "ბოინგის" საწარმოსთვის. მესამე დოკუმენტი, ესაა აისო სერტიფიკატი, რომელიც აღიარებს პროდუქციის ხარისხს," - განმარტა ჩოლოყაშვილმა.

"საპარტნიორო ფონდის" საინვესტიციო დეპარტანმენტის უფროსის თქმით, საწარმო მოწინავეა ნარჩენების მართვის მხრივაც. მისი განმარტებით, ქარხანა ოპერირებს ისეთი ტექნოლოგიით, რომ ახერხებს უდანაკარგო წარმოებას, რაც არამხოლოდ რეგიონში, არამედ მსოფლიოშიც კი შესაშური შედეგია.

ჩოლოყაშვილი ყურადღებას ამახვილებს ქართული წარმოების საავიაციო პროდუქციის ხარისხზე და ამბობს, რომ "ბოინგმა" პროდუქტი წარმოების ყველა ეტაპზე დატესტა.

"იმის გამო, რომ სექტორი მაღალრისკიანია, ხარისხზე დიდი მოთხოვნაა. პატარა საწარმოო წუნმაც კი, შესაძლოა, დიდ ტრაგედიასთან მიგვიყვანოს. ამიტომ, გასაგებია, რომ პროდუქტი მოწმდება იდიალურ დონეზე . მტვერის მარცვალიც კი არ უნდა იყოს დეტალზე. მოწმდება ლაზერით, წყლის ქვეშ, მოწმდება ასევე სონოგრაფიის ტექნოლოგიით. ეს გამორიცხავს ნებისმიერ შეცდომას. ჯამში ქარხანა 240 დეტალს აწარმოებს და ყველა მათგანმა ეს შემოწმება წარმატებით გაიარა," - განაცხადა ჩოლოყაშვილმა.

მისივე თქმით, საწარმოო ხარისხის სტანდარტიზებისთვის კომპანიას კადრების გადამზადება მოუხდა, რადგნან საქართველოს ბაზარზე კვალიფიციური კადრის დეფიციტია, 1 წლის მანძილზე თანამშრომლებმა ისრაელის მაღალტექნოლოგიურ საწარმოში გაიარეს საკვალიფიკაციო კურსები.

"ამ ეტაპზე ქარხანა მუშაობს 24 საათიან რეჟიმში იმისთვის, რომ "ბოინგს" ვადებში მიაწოდოს პროდუქცია. საწარმო წელს გაიხსნა და "ბოინგის" შემდეგ გეგმავს სხვა მსხვილ კონტრაქტორებთან დაიწყოს მუშაობა.

ქარხნისთვის უმაღლესი სტანდარტის მქონე ტექნიკური მოწყობილობა, 2 ავტოკლავი (ყველაზე მნიშვნელოვანი და გაბარიტული ნაწილი, რომელიც პროგრამული მართვის ჩარხებზე დეტალების დამუშავებაზე აგებს პასუხს) Elbit Cyclone-ის კვალიფიციურმა სპეციალისტებმა შეარჩიეს.

შეგახსენებთ, თვითმფინავების ნაწილების მწარმოებელი ქარხნის მშენებლობას საფუძველი „საპარტნიორო ფონდმა“ ისრაელის კომპანია Elbit Cyclone-თან ერთად ჩაუყარა.

პროექტის საინვესტიციო ღირებულება 85 მილიონი აშშ დოლარია.

ქარხანაში წარმოებული პროდუქციის 100 პროცენტი საექსპორტოა. საწარმოში სამოქალაქო თვითმფრინავის კომპოზიტური დეტალები, მათ შორის, აეროდინამიკური ზედაპირი, კარი, საკონტროლო პანელი და სხვა ნაწილები მზადდება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system