თავში

Twitter-მა სასამართლოს გამო ნახევარ მილიარდ დოლარზე მეტი დაკარგა

​Twitter-მა სასამართლოს გამო ნახევარ მილიარდ დოლარზე მეტი დაკარგა
Twitter-მა სასამართლოს გამო ნახევარ მილიარდ დოლარზე მეტი დაკარგა

Twitter-მა ზაფხულში ნახევარ მილიარდ დოლარზე მეტი დაკარგა მას შემდეგ, რაც ინვესტორებთან გაჭიანურებული სარჩელის მოსაგვარებლად 809,5 მილიონი დოლარი გადაიხადა. ინფორმაციას BBC ავრცელებს.

სოციალური მედიის გიგანტი 2015 წელს მომხმარებელთა ურთიერთქმედების შესახებ ინვესტორების შეცდომაში შეყვანაში დაადანაშაულეს. საუბარი იყო მონაცემებზე, რამდენი აქტიური მომხმარებელი იყო პლატფორმაზე ყოველთვიურად, ასევე რამდენად ხშირად ნახულობდა ისინი Twitter-ის ქრონოლოგიას.

კომპანიამ რაიმე სახის დანაშაულს უარყოფდა, თუმცა სექტემბერში პრეტენზიის მოსაგვარებლად ნაღდი ფულის გამოყენებას დათანხმდა და აღნიშნა, რომ ეს ბოლო კვარტალში დააზარალებს.

ამ ერთჯერადი გადახდის მიუხედავად, კომპანიის კვარტალური შემოსავალი 37%-ით გაიზარდა, რადგან მან Apple-ის კონფიდენციალურობის ცვლილებების გავლენის თავიდან აცილება მოახერხა, რამაც იმოქმედა Twitter-ის კონკურენტებზე, როგორიცაა Snap და Facebook. Twitter-ის აქციები კი 3%-ით გაიზარდა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system