თავში

უახლოესი სპეცრეისების განრიგი და ბილეთების ფასი

უახლოესი სპეცრეისების განრიგი და ბილეთების ფასი
უახლოესი სპეცრეისების განრიგი და ბილეთების ფასი

"დღეს განხორციელდება თბილისი-ბერლინი-თბილისის რეისი, რომელიც სამშობლოში დააბრუნებს ბერლინსა და ევროპის სხვა დედაქალაქებში კონცენტრირებულ მოქალაქეებს. ხვალ განხორცილდება „ეგეოსის ავიახაზების“ მიერ თბილისისკენ რეისი, რომელიც ჩამოიყვანს საბერძნეთიდან საქართველოს მოქალაქეებს და აქედან, საბერძნეთის მოქალაქეებს წაიყვანს," - ამის შესახებ დღეს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა განაცხადა. 

მინისტრმა იმ რეისების თარიღები დაასახელა, რომლებიც საქართველოს მოქალაქეების სამშობლოში დასაბრუნებლად არის უახლოეს პერიოდში დაგეგმილი.

26 მარტი - თბილისი-ვენა-თბილისი
31 მარტი - თბილისი-ამსტერდამი -თბილისი
3 აპრილი - თბილისის-ვარშავა-თბილისი
7 აპრილი - თბილისი-ათენი-თბილისი
10 აპრილი - თბილისი-ლარნაკა-თბილისი“, - განაცხადა დავით ზალკალიანმა.

„გუშინ, პრემიერის დავალებით მთელი ღამე ვმუშაობდით „საქართველოს ავიახაზებთან“ ერთად, შედგენილია გრაფიკი უახლოესი ორი კვირის განმავლობაში," - განაცცადა ზალკალიანმა და აღნიშნა, რომ მინისტრმა პირობა, რომ სპეცრეისებით მგზავრობის ღირებულება არ უნდა აღემატებოდეს 199 ევროს, „საქართველოს ავიახაზებმა“ (იგივე "ჯორჯიან ეარვეისმა" ) უნდა დაიცვას.

საგარეო საქმეთა მინისტრ დავით ზალკალიანის განცხადებით, საქართველოში დასაბრუნებელი ბილეთების ღირებულება მკაცრად გაკონტროლდება. როგორც დავით ზალკალიანი აცხადებს, პრემიერის დავალებით, დაწესდება ჭერი, რომელიც ავიაკომპანიამ უნდა დაიცვას.

„პრემიერ მინისტრის დავალებით და ეს მკაცრად იქნება გაკონტროლებული, რომ ბილეთის თანხა არ აღემატებოდეს 199 ევროს. ეს უნდა დაიცვას გადამზიდავმა ავიაკომპანიამ, რომელიც განახორციელებს რეისებს. გვესმის, რომ ბიზნესი მძიმე მდგომარეობაშია, ამიტომ აუცილებელია ეს ჭერი იყოს მტკიცედ, მყარად დაცული ავიაკომპანიის მიერ“, - განაცხადა მინისტრმა და დასძინა, რომ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ საქართველოს პრემიერ-მინისტრის დავალებით უცხოეთიდან უკვე გამოიყვანა საქართველოს 3000-მდე მოქალაქე.

საქართველოს მთავრობა და საგარეო საქმეთა სამინისტრო, პრემიერ-მინისტრის დავალებით, ინტენსიურად მუშაობს უცხოეთიდან ჩვენი მოქალაქეების სამშობლოში დასაბრუნებლად. უკვე თვენახევარია, რაც საგარეო საქმეთა სამინისტროს ჩართულობით და პრემიერ-მინისტრის დავალებით მოვახერხეთ 3,000-მდე ჩვენი მოქალაქის დაბრუნება სამშობლოში. განხორციელდა სპეციალური რეისები ჩინეთიდან, იტალიიდან, პოლონეთიდან, გერმანიიიდან და ა.შ. ეს სია საკმაოდ ვრცელია,“- აღნიშნა მინისტრმა.

ცნობისთვის, ქართული ავიაკომპანია "ჯორჯიან ეარვეისის" რეისები, რომლებიც ევროპის რამდენიმე ქალაქის მიმართულებით ამ უქმეებზე საქართველოს მოქალაქეების სამშობლოში დასაბრუნებლად იყო დაგეგმილი, ვერ შესრულდა, რის გამოც გახარიამ ავიაკომანიის დირექტორი მკაცრად გააფრთხილა.

ავიაკომპანიას შენიშვნა მისცა ეკონომიკის მინისტრმაც. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system