თავში

უამინდობის გამო ვაშლის მოსავალი შემცირდა

უამინდობის გამო ვაშლის მოსავალი შემცირდა
უამინდობის გამო ვაშლის მოსავალი შემცირდა

ვაშლის მოსავლის აღება აქტიურ ფაზაში შედის. წლევანდელი წელი ნაკლებმოსავლიანია, რაზეც გავლენა, ძირითადად, ამინდმა მოახდინა. ვაშლის მოსავლის საპროგნოზო მაჩვენებელი 50-დან 60 ათას ტონამდეა. შარშან დაახლოებით 80 ათასი ტონა იყო. ვაშლის ბაღები საქართველოს თითქმის ყველა რაიონში სეტყვისგან განადგურდა. შესაბამისად, ხარისხის პრობლემაც შეიქმნა.

როგორც გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში report.ge-ს განუცხადეს, მაქსიმალურად შეეცდებიან, რომ ექსპორტზე პრობლემა არ შეიქმნას. საექსპორტო ბაზრები კვლავინდებურად პოსტსაბჭოთა ქვეყნებია.

"შიდა ქართლში ვაშლის მოსავალი, წინა სეზონთან შედარებით შემცირებულია. სახელმწიფოს მხარდამჭერი პროექტების მიუხედავად, სასურველი შედეგი ვერ მივიღეთ. ამ მხრივ გავლენა ამინდმა იქონია, თუკი წინა წელს მოსავალმა 78-80 ათას ტონამდე შეადგინა, წელს საპროგნოზო მაჩვენებელი 60 ათას ტონას არ აღემატება. რაც შეეხება გასაღების ბაზრებს, გასაგები მიზეზების გამო, ვაშლი უმეტესად პოსტსაბჭოთა ქვეყნებში გავა, განსაკუთრებით რუსეთში", - აცხადებენ სამინისტროში. 

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ხვითში, „ერთიანი აგროპროექტის“ ბენეფიციარმა გიორგი ხორჯევანიშვილმა 4 წლის წინ ვაშლის ბაღი  გააშენა. შარშან პირველი მოსავალი მიიღო. წელს დასახული გეგმის განხორციელებაში  უამინდობამ შეუშალა ხელი და მოსავლის 80%-ზე მეტი გაუნადგურდა. მიუხედავად ამისა, როგორც ფერმერმა report.ge-ს განუცხადა, ხელი არ ჩაუქნევია და მიზნად წარმოების გაფართოება დაისახა. გიორგი ხორჯევანიშვილი აპირებს, რომ გაისად 100 ტონამდე ვაშლი მიიღოს და თავისი წარმატების რეცეპტსაც გვიზიარებს.

"წინა სეზონზე 35 ათასი ტონა ვაშლი მივიღე. ფაქტობრივად, პირველი მოსავალი იყო. ვფიქრობ, რომ კარგი შედეგი დავდეთ. თავი არ დაგვიზოგავს, მაგრამ წელს ვერაფერს გავხდით - სეტყვამ ვაშლის მოსავლის უმეტესობა გაანადგურა. სიმართლე გითხრათ, პრობლემას დიდად არ შევუშინდი, რადგან მოსავალი დაზღვეული მაქვს. კომპანიამ დაითვალა 83%-იანი დანაკარგი, რასაც ოქტომბრის ბოლომდე ამინაზღაურებენ. რაც არ უნდა იყოს, მთავარია, მეურნეობა ფეხზე დავაყენო, სამომავლოდ მოსავლიანობა 100 ტონამდე გავზრდით. ჩვენს მუნიციპალიტეტში, გორში, ხეხილია პრიორიტული, მეც ამ დარგში ვცადე ბედი. სხვა რეგიონში განსხვავებული შესაძლებლობებია, ყველას გვეძლევა შანსი, რომ საოჯახო მეურნეობა გავაძლიეროთ და სოფლის განვითარებაშიც შევიტანოთ წვლილი", - აღნიშნა ფერმერმა.

პროექტი ,,ერთიანი აგროპროექტი" 2013 წლიდან მოქმედებს. 2018 წლის მდგომარეობით,  პროექტის ფარგლებში, 180 ახალი საწარმოს შექმნა დაფინანსდა. ასევე სახელმწიფოს მხარდაჭერით, გადაიარაღებულია 880-ზე მეტი საწარმო. აქედან, 40-მდე საწარმო გადამამუშავებელია, სადაც ფერმერებს ვაშლის ჩაბარება შეუძლიათ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system