თავში

უარყოფითი სავაჭრო ბალანსი ვაჭრობის მთლიანი ბრუნვის 40.7%-ია

უარყოფითი სავაჭრო ბალანსი ვაჭრობის მთლიანი ბრუნვის 40.7%-ია
უარყოფითი სავაჭრო ბალანსი ვაჭრობის მთლიანი ბრუნვის 40.7%-ია

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ექსპრეს მონაცემებით, 2020 წლის იანვარ-ოქტომბერში უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 3 728.9 მლნ. აშშ დოლარი და საგარეო სავაჭრო ბრუნვის 40.7 პროცენტი შეადგინა.

ცნობისთვის, შარშან ოქტომბერში უარყოფითი სავაჭრო სალდო მინუს 603.8 მილიონი დოლარი იყო, ხოლო წელს ოქტომბერში ის მინუს 393.5 მილიონს უტოლდება. 

სტატისტიკის მიხედვით, ათ თვეში 11.1%-ით შემცირებულია ექსპორტი, კიდევ უფრო მეტად, 16.6%-ითაა შემცირებული იმპორტი. 

ჯამში იანვარ-ოქტომბერში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 9 159.5 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე 15.0 პროცენტით ნაკლებია.  აქედან, ექსპორტი 2 715.3 მლნ. აშშ დოლარი იყო, ხოლო იმპორტი - 6 444.2 მლნ. აშშ დოლარი.

საქართველოს საგარეო ვაჭრობის დეტალურ მონაცემებს საქსტატი მიმდინარე წლის 19 ნოემბერს გამოაქვეყნებს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system