თავში

უარყოფითი სავაჭრო სალდო 4 მილიონ დოლარს აჭარბებს

უარყოფითი სავაჭრო სალდო 4 მილიონ დოლარს აჭარბებს
უარყოფითი სავაჭრო სალდო 4 მილიონ დოლარს აჭარბებს

საქართველოს სტატისტიკის სამსახურის მონაცემებით, 2019 წლის იანვარ-ოქტომბერში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 10 367.3 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე 0.5 პროცენტით მეტია.

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, აქედან, ექსპორტი 3 035.7 მლნ აშშ დოლარი იყო (10.4 პროცენტით მეტი), ხოლო იმპორტი 7 331.6 მლნ აშშ დოლარი (3.1 პროცენტით ნაკლები).

ამასთან, „საქსტატის“ მონაცემებით, უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2019 წლის იანვარ-ოქტომბერში 4 295.8 მლნ აშშ დოლარი და საგარეო სავაჭრო ბრუნვის 41.4 პროცენტი შეადგინა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system