თავში

უძრავ ქონებაზე მოთხოვნა განახევრდა

უძრავ ქონებაზე მოთხოვნა განახევრდა
უძრავ ქონებაზე მოთხოვნა განახევრდა

ეპიდემიის გავლენა უძრავი ქონების ბაზარს მკვერთრად დაეტყო. პრობლემა, რაზეც დეეველოპერები აქამდეც მუდმივად საუბრობდნენ, ოფიციალური კვლევითაც კიდევ ერთხელ დადასტურდა. ეროვნული ბანკის 2020 წლის ფინანსური სტაბილურობის ანგარიშში აღნიშნულია, რომ უძრავი ქონების სექტორში რისკები გაზრდილია.  კვლევას საქართველოში ერთ-ერთი მსხვილი სამშენებლო კომპანიის აღმასრულებელი დირექტორი მალხაზ კუნელაური ეხმაურება და აცხადებს, რომ ბაზარზე დიდი რეგრესია ეპიდემიის გამო. მისი ინფორმაციით, გაყიდვები თბილისის მასშტაბით, განახევრებულია, ხოლო აჭარაში თითქმის აღარ არის, როცა ბათუმი მშენებლობის მიხედვით მუდამ მოწინავე პოზიციაზე იყო თბილისის შემდეგ.

დოკუმენტის მიხედვით კი, როგორც დღეს გადა ცნობილი, პანდემიის გამო მიმდინარე წელს უძრავი ქონების საინვესტიციო მიმზიდველობის შემცირება საცხოვრებელ უძრავ ქონებაზე მოთხოვნას განსაკუთრებით ბათუმში შეამცირებს. მართალია, კვლევის ავტორები ამის მიზეზად ტურისტული ნაკადების შემცირებას მიიჩნევენ, თუმცა კუნელაური საუბრობს ფსიქოლოგიური ფაქტორის გავლენაზეც და აცხადებს, რომ ეპიდემიის გამო შექმნილმა პანიკამაც ბაზარზე ნეგატიური ასახვა ჰპოვა. 

,,ეპიდემიური სიტუაციიდან გამომდინარე, რეალიზაცია ძალიან შემცირებულია. ეს არ არის მხოლოდ 1 ან 2 კომპანიის პრობლემა, მთლიანად ბაზარზე გაყიდვები განახევრებულია. ცხადია, მთავარი გამოწვევა ეპიდემიაა. ეკონომიკის შეზღუდვამ ბაზარზე სერიოზული პრობლემა შექმნა. განსაკუთრებით ბათუმში, შექმნილმა განწყობამ, რომ აჭარაში წავლა საშიშია, რეგიონს საინვესტიციო მიმზიდველობა დაუკარგა. გრძელვადიან პერსპექტივაში ადამიანები ვერ რისკავენ აჭარაში ბინების ყიდვას. ცხადია, ისინი სავალუტო ბაზრის პრობლემასაც ითვალისწინებენ. კურსი უფასურდება, ხოლო ხალხს, რადგან შემოსავლები ლარში აქვთ, გრძელვადიანი ვალის აღებისგან მაქსიმალურად თავს იკავებენ. საარჩევნო სიტუაციამ ზედმეტად დაძაბა ეკონომიკა და ბიზნესი, სამწუხაროდ, ეს ტენდენციაც სახეზეა. გარდა ამისა, ტურიზმი ჩაკეტილია და უცხოელი ვიზიტორები ვერ შემოდიან ქვეყანაში, ყველაფერი უძრავი ქონების ბაზარზე პრობლემას ქმნის. შესაბამისად, სახეზეა გაყიდვების კლება", - აცხადებს დეველოპერი.

ეროვნული ბანკის ანგარიშში აღნიშნულია უძრავი ქონების ღირებულების კლებაზეც, თუმცა მალხაზ კუნელაურის თქმით, ფასში დიდი სხვაობა არ არის და ბაზრის მთავარ პრობლემას გაყიდვების შემცირება წარმოადგენს.

ცენტრალური ბანკის განმარტებით, პანდემიის პირობებში შემოსავლების შემცირებამ და ბაზარზე გაურკვევლობის ზრდამ საცხოვრებელ უძრავ ქონებაზე მოთხოვნა მნიშვნელოვნად შეამცირა. გარდა ამისა, ტურისტული ნაკადების მკვეთრმა კლებამ უძრავი ქონების, როგორც საინვესტიციო აქტივის, მიმზიდველობა გააუარესა, რაც დამატებით უარყოფით გავლენას ახდენს მოთხოვნის შემცირებაზე, განსაკუთრებით ტურისტულ რეგიონებში. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system